LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუნ ფრენჩი „მარკს & სპენსერის” ახალ რეკლამაში ბრჭყვიალა ქვედაბოლოში  ბრწყინავს, რომელიც უკვე ტრენდად იქცა

120
დაუნ ფრენჩი „მარკს ენდ სპესნერის” ახალ რეკლამაში ბრჭყვიალა ქვედაბოლოში  ბრწყინავს, რომელიც უკვე ტრენდად იქცა

ბრიტანელი მსახიობი დაუნ ფრენჩი კვლავ უბრუნდება „მარკს & სპენსერის” საშობაო კამპანიას და 2025 წლის რეკლამაშიც მთავარი პერსონაჟია. 68 წლის ვარსკვლავი ამჯერად იმ ქალს განასახიერებს, რომელსაც საშობაო პერიოდის აურზაური და სტრესი აშკარად აწუხებს. გზაში საცობში გაჩერებული ფრენჩი ერთხანს ბრაზდება, თუმცა მოულოდნელად გამოჩნდება ზღაპრული ფერია, რომელიც ერთი მოძრაობით უბრუნებს მას შობის სიხარულსა და ჯადოსნურობას. რეკლამაში ის სხვადასხვა ჩაცმულობით ჩნდება, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მისმა ბრჭყვიალა მოკლე კაბამ მიიპყრო, რომლის ფასი 65 გირვანქაა. მსუბუქი, სინათლეზე მოთამაშე ნაჭერი, ჰაეროვანი ტექსტურა და რომანტიკული დეტალები კაბას საზეიმო, ელეგანტურ და მხიარულ იერს აძლევს.

ეს მოდელი უკვე ვებგვერდზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ნივთად იქცა. შარშან „მარკს ენდ სპენსერის” რეკლამაში ნაჩვენები ულამაზესი საშობაო პიჟამები ერთბაშად გაიყიდა. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მასალა რბილია, თბილი, კომფორტული და კლასიკური სადღესასწაულო ფერებით გამოირჩევა.

„მორჩი წუწუნს, შექმენი დღესასწაული თავად” – „მარკს & სპენსერის“ საშობაო რეკლამა პესიმისტებისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები