LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაუნდობელ ბრძოლაში წააგო ჩემთან… დამარცხებული ფიწალზეა წამოცმული” – ზუგდიდში ადგილობრივმა ნუტრია მოკლა

1598
mkvdari nutria

„მონადირის საოცარი ინსტიქტები მაქვს, ნუტრია მოვკალი ფიწალით…“- ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი „ფეისბუქ“ მომხმარებელი საკუთარ გვერდზე წერს. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

მურად გეთიამ მოკლული მღრღნელის ფოტოც გამოაქვეყნა და ამბავი „ვეფხისა და მოყმის“ ბრძოლას შეადარა.

„ამ შემთხვევაში ხმელეთზე და მდინარეში ნუტრიამ დაუნდობელ ბრძოლაში წააგო ჩემთან და გამარჯვებული ფეხზე დგას, დამარცხებული ფიწალზეა წამოცმული. „ვეფხი და მოყმის“ ბალადის შემდეგ ნუტრიას და მოყმის ბრძოლა მოხდა,” – წერს მურად გეთია “ფეისბუქზე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები