კეთლინ ტერნერი, რომელიც ჰოლივუდის ყველაზე მოთხოვნადი ვარსკვლავი იყო 80-იან წლებში, დიდი პაუზის შემდეგ, საჯაროდ გამოჩნდა. პაპარაცებმა 70 წლის მსახიობი მანჰეტენზე გადაიღეს, როცა ის მანქანიდან ხელჯოხით გადმოვიდა. მოგვიანებით კი ის ეტლზე დაყრდნობილი დაინახეს. მსახიობს შავი შარვალი და ნაცრისფერი პიჯაკი ეცვა.
ტერნერი საოცრად პოპულარული გახდა 80-იან წლებში გამოსული ფილმით „სხეულის სიმხურვალე“, ასევე ფილმებით „დანაშაული ვნების ნიადაგზე“, „რომანი ქვასთან“, პეგი სიუ დაქორწინდა“ და სხვა.
ტერნერი „ოქროს გლობუსის“ მფლობელი და „ოსკარის“ ნომინანტია.