საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციამ, რომელსაც გიგა კობალაძე ხელმძღვანელობს, მცირე ხნის წინ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი შეიტანა ახლად დაფუძნებული ანალოგიური ორგანიზაციის, „გერას“ წინააღმდეგ. როგორც გიგა კობალაძე აღნიშნავს, „გერას“ საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამება და საავტორო უფლებების სფეროში ერთი წლის წინ დაფუძნებული კომპანია ვერ აკმაყოფილებს კანონის შესაბამისი მუხლებით მოთხოვნილ კრიტერიუმებს. ის ასევე მიანიშნებს იმაზეც, რომ საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის („გერა“) უკან რუსული ინტერესი და ფული დგას. გიგა კობალაძის თქმით, დავები გაზაფხულისთვის დასრულდება და როგორც თავად იმედოვნებს, GCA ისევ განაგრძობს თავის საქმიანობას, კანონიერ ფარგლებში.
Fortuna.ge, რასაკვირველია, ოფიციალური უწყების პოზიციითაც დაინტერესდა. საავტორო უფლებების სფეროში მოღვაწეო ორგანიზაციები, კანონმდებლობის მიხედვით, ანაგრიშვალდებულნი საქპატენტის წინაშე არიან. როგორც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, მანანა ფრუიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, საქპატენტი არის კანონის მხარეს, კანონში კი ცალსახად წერია, რომ ამგვარ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს გაფორმებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშერულებები უმრავლეს ქვეყანაში და ასევე ერთ სფეროში მხოლოდ ერთი ასეთი ორგანიზაცია შეიძლება არსებობდეს. როგორც ქალბატონმა მანანამ აღნიშნა, საქპატენტი შეხვდა იმ ავტორ-შემსრულებლებს, რომლებსაც GCA-ს საქმიანობასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ და მათ გარკვეული მექანიზმები შესთავაზა პრობლემის მოსაგვარებლად, საქპატენტი ამგვარი შეხვედრების გაგრძელებას აპირებს.
მანანა ფრუიძე:
სანამ ზოგადად, ჩვენი კანონის მოთხოვნებზე ვისაუბრებთ, ორიოდე სიტყვით მინდა მოგახსენოთ კოლექტიური მართვის ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობასა და მათი საქმიანობის შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საქართველოში მოგონილი სისტემა და გახლავთ გლობალური სისტემა. ავტორს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მისი უფლებები დაცული იყოს არა მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც ის ნაწარმოები შეიქმნა, არამედ სხვა ქვეყნებშიც, სადაც ეს სისტემა მოქმედებს. შეუძლებელია, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ერთმა ავტორმა თავის თუ სხვა ქვეყანაში, აკონტროლოს, რომელ კონცერტზე და სად, რომელ კაფესა თუ რესტორანში შესრულდა მისი ნაწარმოები. მან უნდა დაიქირავოს წარმომადგენელი, რაც დიდ ხარჯებს უკავშირდება და თავის მხრივ, შეუძლებელს გახდიდა საავტორო უფლებების დაცვას. ამიტომაც მსოფლიოში შეიქმნა გლობალური მართვის სისტემა, რომელშიც საქართველოც არის ჩართული. ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო აქტი, საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, რომელიც არეგულირებს ამ სფეროში კოლექტიური მართვის ორგანიზაციების შექმნისა და საქმიანობის წესს და ეხმიანება იმ სისტემას, რომელიც არსებობს მსოფლიოში. ბოლო ცვლილებები გასულ წელს შევიტანეთ და შევასრულეთ ის ვალდებულებები, რაც საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ეკისრებოდა. ამ კანონმა გაიარა შესაბამისი ექსპერტიზა ევროკავშირის ექსპერტების მიერ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი კითხვები არ ისმის კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, ეს საკითხი მალე დასრულდება სასამართლოს გზით და დადასტურდება, რომ არ შეიძლება, უკანონობას რაიმე გასაქანი ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაში
დავა საავტორო უფლებების სფეროში - „არ შეიძლება, უკანონობას რაიმე გასაქანი ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაში“ (ნაწილი I)
ასეთი ორგანიზაციები იქმნება თავად ავტორ-შემსრულებლების მიერ, სახელმწიფო მათ ვერ შექმნის. როდესაც 20 წლის წინ საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია შეიქმნა, ავტორების ინიციატივით, სადაც თავადვე გაწევრდნენ, ეს მათი გადაწყვეტილება იყო. 2006 წელს ამ ორგანიზაციას უკვე ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულებები სხვადასხვა ქვეყნის ანალოგიურ ორგანიზაციებთან. კანონში დევს გარკვეული ვალდებულებაც. კერძოდ, ისინი ვალდებულნი არიან, სახელმწიფო უწყებას, კონკრეტულად კი საქპატენტს წარმოუდგინონ ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ხელშეკრულებები ურთიერთწარმომადგენლობის შესახებ. საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციის შესაბამისი დოკუმენტაცია ჩვენ გვაქვს, არის საჯარო და შეუძლია გაეცნოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ეს ორგანიზაცია ფარავს ყველა კატეგორიას და აქვს გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები, ეს გვაძლევს იმის საფუძველს, ვთქვათ, რომ GCA ამ ეტაპზე არის ის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, საქართველოში განახორციელოს კოლექტიური მართვის ფუნქციები.
როგორაა „გერას“ შემთხვევაში?
რაც შეეხება სხვა ალტერნატიულ ორგანიზაციებს, ბოლო დროს ბევრი ადამიანი მოგვმართავს, მათ შორის მოსარგებლეები და სხვადახვა უფლების მფლობელები. ჩვენთვის ცნობილია, რომ „გერას“ არ აქვს გაფორმებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები სხვა ქვეყნის ანალოგიურ ორგანიზაციებთან, შესაბამისად, თუკი ეს ხელშეკრულებები არ აქვს, კანონის თანახმად, ამ ორგანიზაციას არ აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს კოლექტიური მართვის ფუნქციები საქართველოში. აქედან გამომდინარე, მას შეცდომაში შეჰყავს როგორც ავტორები, ისე მოსარგებლეები.
ავტორებთან თუ გქონდათ შეხვედრა და მხარეების მორიგება თუ სცადეთ?
საქპატენტი საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს პირდაპირი ბერკეტი, რომ ჩავერიოთ კოელქტიური მართვის სისტემაში, ვინაიდან საავტორო უფლებები კერძო საკუთრებაა, თუმცა გარკვეული ბერკეტები ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით გვაქვს. ჩვენ ასევე გვაქვს ვალდებულება, გავაცნოთ ავტორებს სამართლებრივი მექანიზმები, როგორ შეიძლება დაიცვან საკუთარი უფლებები.
საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციამ, რომელსაც გიგა კობალაძე ხელმძღვანელობს, მცირე ხნის წინ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი შეიტანა ახლად დაფუძნებული ანალოგიური ორგანიზაციის, „გერას“ წინააღმდეგ. როგორც გიგა კობალაძე აღნიშნავს, „გერას“ საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამება და საავტორო უფლებების სფეროში ერთი წლის წინ დაფუძნებული კომპანია ვერ აკმაყოფილებს კანონის შესაბამისი მუხლებით მოთხოვნილ კრიტერიუმებს. ის ასევე მიანიშნებს იმაზეც, რომ საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის („გერა“) უკან რუსული ინტერესი […]
დავა საავტორო უფლებების სფეროში - „GCA დაუხვეწავი და არასამართლიანი მიდგომების მატარებელია" (ნაწილი II)
„გერა“ რომელს ვერ აკმაყოფილებს?
პირველზე უკვე ვისაუბრეთ, ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები. მეორე კი ის გახლავთ, რომ კანონის მიხედვით, მხოლოდ ერთი ასოციაცია შეიძლება იყოს ერთ სფეროში წარმოდგენილი. ამ ნორმის ჩანაწერი განპირობებულია იმით, რომ კოლექტიური მართვის ორგანიზაციის არსებობა ეფექტურად იყოს უზრუნველყოფილი. ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ზოგადად საავტორო უფლებების სფეროში ერთი ორგანიზაციის არსებობაა დაშვებული, რაც ასე არ არის, აქ საუბარია იმაზე, რომ ერთ სფეროში, მაგალითად, მუსიკალურში, უნდა იყოს მხოლოდ ერთი ორგანიზაცია. საქართველოს საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია ფარავს ნაწარმოებების ყველა კატეგორიას, რაც თავის მხრივ, იქამდე, სანამ ავტორები ამ ორგანიზაციაში სხვანაირად არ გადაწყვეტენ, გამორიცხავს, იმავე კატეგორიებში ალტერნატიული კოლექტიური მართვის ორგანიზაციების შექმნას.
როგორც მივხვდი, თქვენც ელოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან თავად არ გაქვთ ბერკეტი, ალტერნატიულ ორგანიზაციას არ მისცეთ საქმიანობის საშუალება.
სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია და ვიცით, რომ ორგანიზაციებს შორის დავები არსებობს. როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს ჩვენი შესაძლებლობები ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. უნდა გავავრცელოთ სწორი ინფორმაცია, ვფიქრობთ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები ზუსტად არეგულირებს ამ საკითხებს და შესაბამისად, არანაირი ორაზროვნება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ჩვენი პოზიცია ნათელია და გამოვდივართ კანონის ნორმებიდან. დარწმუნებული ვართ, სასამართლოშიც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
ნინო მურღულია