LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავალება მაქვს ორი და სამი წლის ბავშვების დედებისგან, რომლებიც რუსი ჯარისკაცების გაუპატიურების შედეგად საშინელი ტანჯვით დაიხოცნენ – რა განცხადებას ავრცელებს დენისოვა

3129
ლუდმილა დენისოვა

„იმ ორი და სამი წლის ბავშვების დედებმა, რომლებიც ოკუპანტების მიერ გაუპატიურების შედეგად გარდაიცვალნენ, მთხოვეს, რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ მთელი მსოფლიოსთვის მომეყოლა“, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის სახალხო დამცველი „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.

დენისოვა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ უკრაინის ომის შედეგად ყველაზე მეტად მშვიდობიანი მოსახლეობა იტანჯება.

„ყოველდღიურად სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე 700-800 უკრაინის მოქალაქე რეკავს, რომლებიც ომბუდსმენის ოფისს რუსეთის ფედერაციის ომის დანაშაულების შესახებ ატყობინებენ. 1500-მა მოქალაქემ იპოვა გამბედაობა საკუთარ თავში მიემართათ ფსიქოლოგიური დახმარებისთვის და მოეყოლათ ყველაზე საშინელი დანაშაულების – სექსუალური ხასიათის, წამების შესახებ.

მე მაქვს დავალება ორი და სამი წლის ბავშვების დედებისგან, რომლებიც რუსი ჯარისკაცების გაუპატიურების შედეგად საშინელი ტანჯვით დაიხოცნენ , რომ ამ საშინელების შესახებ მსოფლიოსთვის მომეთხრო“, – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.

როგორც მანვე აღნიშნა, მასობრივი სექსუალური დანაშაულები რუსეთის ომის ტაქტიკაა უკრაინის ხალხის განადგურების მიზნით, „ეს არის იარაღი უკრაინული სულის გასატეხად, მაგრამ ეს არ გამოვა“.

„ჩვენ ვილაპარაკებთ, რომ მსოფლიომ იცოდეს! ჩვენ ყველას მშვიდობა გვსურს, მაგრამ არა ჩვენი ქალების, გოგოებისა და ბიჭების სიცოცხლის ფასად! მხოლოდ უკრაინელი ხალხის გამარჯვებით! და ეს აუცილებლად ასე იქნება.“ – განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები