LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავალევინოთ თუ არა ბავშვებს D ვიტამინი – ვიტამინები, ტრენდი თუ საჭიროება: თემურ მიქელაძე გვირჩევს

811
თემურ მიქელაძე

ვიტამინები – ტრენდი თუ საჭიროება?

აქტუალურ საკითხზე ცნობილმა პედიატრმა, თემურ მიქელაძემ პოდკასტში Radvision ისაუბრა.

პედიატრი ამბობს, რომ თუ ბავშვი დღის მანძილზე, 15 წუთის განმავლობაში არის გარეთ, მას ღია აქვს ხელები და სახე – D ვიტამინის დეფიციტი არ განუვითარდება.

პედიატრი მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს:

„მთელ მოსახლეობას სჭირდება დაახლოებით 100 ევროს D ვიტამინი, წარმოიდგინეთ ისეთი დაბალი ღირებულებისაა. ერთი პრეპარატი ღირს 100 ევრო დაახლოებით D ვიტამინი, ამიტომ ესეც არის თითიდან გამოწოვილი თემები, როდესაც ჩვენ განსაკუთრებით (მაგალითად როდესაც არის მენოპაუზის პერიოდი, ოსტეოპოროზი, ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა მინერალების შეწოვის დარღვევები) ამ შემთხვევაში ჩვენ D ვიტამინს ვრთავთ და არამარტო D ვიტამინს, არის ასეთი პათოლოგიები, ოღონდ აქ მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული. ჩვენ ვსაზღვრავთ D ვიტამინის დეპოს, ანუ მარაგს. იქ ნული ხომ არ გიწერიათ, ეს ხომ არ ნიშნავს რომ საერთოდ არ აქვს D ვიტამინი, ამიტომ როდესაც არის ასეთი პათოლოგია, დეპო კი არ უნდა განისაზღვროს, არამედ უნდა განისაზღვროს მისი აქტიური ფორმა, კალციტრიოლი და შესაბამისად ასეთ შემთხვევაში ვრთავთ ასეთ პრეპარატებს. თუ ეს არის ენდოკრინოლოგიური პათოლოგია, სხვა შეწოვითი მიმდებარე პათოლოგიები და ასე შემდეგ, მაგრამ ასეთი ტერმინიც არის, თუ ბავშვი 15 წუთის განმავლობაში არის გარეთ, მას ღია აქვს ხელები და სახე, მას D ვიტამინის დეფიციტი არ განუვითარდება მიუხედავად ღრუბლიანი ამინდისა, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა არის ისეთ განედზე, რომ ამ განედზე D ვიტამინის დეფიციტი არ არის, მაგრამ თუ ბავშვი იჯდება სახლში, იქნება გაჯეტდამოკიდებული, რომელიც მეორე პრობლემაა, წამოწოლილი მთელი დღის განმავლობაში… ბავშვები გარეთ აღარ დადიან, აღარ არის ურთიერთობები, ჩვენ ჩავდიოდით ეზოში, რაღაცას ვთამაშობდით… ბავშვები ერთმანეთს ემესიჯებიან სახლიდან, ერთმანეთის გვერდზე სხედან, არ ესაუბრებიან ერთმანეთს. თუ დააკვირდებით, უკვე მეტყველების პრობლემებიც წამოვიდა. მაღალფარდოვანი სიტყვები ნელ-ნელა შემცირდა და ლექსიკა გამარტივდა, იმიტომ რომ ხდება ერთმანეთთან მესიჯობა. თუ სახლში, ჩაბნელებულ სივრცეში ვიჯდებით, D ვიტამინი ყოველთვის დაბალი გვექნება…“ – ამბობს მიქელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g