LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დავამთავრე 5 სიმღერაზე მუშაობა… არ მინდა, რომ კლიპის გარეშე დავაპრემიერო” – დათუნა მგელაძე

92
mgeladze225

რადიოს „არ დაიდარდო“ დილის ეთერის სტუმარი მომღერალი დათუნა მგელაძე გახლდათ. მომღერალმა რადიოს მსმენელს თავისი დილის რუტინა და შემოქმედებითი სიახლეები გაუზიარა.

-დათუნა, როდის იწყება შენი დილა?

-ძირითადად, ცოტა მოგვიანებით ვიწყებ დღეს, მაგრამ არის დღეები, როცა საქმის გამო დილით ადრე მიწევს ადგომა და ასეთ დროს ვხვდები, რომ დილით ადრე გაღვიძება ყველაზე კარგი პროცესია, შემდეგ მთელი დღე ბედნიერი ვარ.

-წინასწარ თუ ადგენ დღის გეგმას?

-კი, წინა დღეს ვგეგმავ რა უნდა გავაკეთო და შემდეგ ამ გეგმას მივყვები, ძალიან ამართლებს, დროს ფუჭად არ კარგავ.

 -შემოქმედებითი სიახლე თუ გაქვს?

-დავამთავრე 5 სიმღერაზე მუშაობა და ახლა მეექვსეს ვამთავრებ. არ მინდა, რომ კლიპის გარეშე დავაპრემიერო ეს სიმღერები, რამდენჯერაც ასე მოვიქეცი ცოტა „დამეჩაგრა“ ნამუშევრები. ამ ეტაპზე ძალიან აქტიურად ვმუშაობ. ზოგადად, ჩვენ მუსიკოსებს სტუდიისთვის დრო ძირითადად ღამის საათებში გვაქვს გამოყოფილი, მუშაობის პროცესში კი ისე გადის დრო, რომ შეიძლება ისე დაგათენდეს ვერც მიხვდე, შესაბამისად არ არის გასაკვირი ცოტა მოგვიანებით, რომ ვიწყებთ დღეს.

-რაიმე ტრადიცია თუ გაქვს დილით?

-პირველი რასაც ვაკეთებ წყალს ვსვამ. ადრე, წყლის შემდეგ, ყავას ვსვამდი და სიგარეტს ვეწეოდი, მაგრამ ბევრი ბრძოლის შემდეგ სიგარეტს თავი დავანებე და ყავის ინტერესიც მასთან ერთად გამიქრა.

-რა შეცვალა კოვიდ პანდემიამ შენს ცხოვრებაში?

-კოვიდ პანდემიამ რეალობას ჩაგვახედა თვალებში და დაგვანახა როგორი უსუსურები ვართ, გავიაზრეთ, რომ ყოვლის შემძლეები არ ვყოფილვართ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ პერიოდში ბევრმა ადამიანმაც წარმოაჩინა თავისი რეალური სახე. არავის, არცერთ თაობას არ ვუსურვებ, რომ მსგავსი რამ გამოცადონ და გადაიტანონ.

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g