LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავბერდი გონებრივად, მორალურად…“ – ნანობს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტობას

317
zellll

დავბერდი – ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME-ს ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შეიცვალა ის ომის დაწყების შემდეგ. გამოცემამ ზელენსკიზე მოცულობითი მასალა მოამზადა, სწორედ უკრაინის პრეზიდენტია გამოსახული ჟურნალის ყდაზეც.

„დავბერდი გონებრივად, მორალურად… ისე, მორალური თვალსაზრისით, აბსოლუტურად მტკიცე ვარ. მაგრამ დავბერდი მთელი ამ ინფორმაციისგან, რომელიც არასდროს მინდოდა. ეს არის ცოდნა, რომელიც უკავშირდება დაღუპული ადამიანების რაოდენობას და რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ასეთი სიბრძნე… მართალი გითხრათ, არასდროს მქონია ასეთი ცოდნის მიღწევის მიზანი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ხოლო კითხვაზე ნანობს თუ არა საკუთარ არჩევანს, თუმდაც ამ ომის შემდეგ, პრეზიდენტი პასუხობს – „ერთი წამითაც არა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები