ჯეიმს ბლანტმა ახალი დისკის გამოსვლის შესახებ განაცხადა.
,,დავბრუნდი” – ასეთი აღწერა გაუკეთა ინგლისელმა შემსრულებელმა ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც ის წელს ზევით შიშველია აღბეჭდილი.
ცნობილი გახდა, რომ 45 წლის მომღერლის მეექვსე სტუდიურ ალბომს – Once Upon a Mind ჰქვია. ფირფიტა დღის სინათლეს 25 ოქტომბერს იხილავს.
View this post on Instagram
New album “Once Upon A Mind” out on October 25th. Listen to the single, “Cold” – link in bio
A post shared by James Blunt (@jamesblunt) on
კრებულში 11 სიმღერა შედის. ჩანაწერის პირველი სინგლის – Cold რელიზი 29 აგვისტოს შედგა.
აღსანიშნავია, რომ სიახლის მხარდასაჭერად, ,,გრემიზე” ნომინირებული არტისტი ბრიტანულ-ევროპულ ტურნეს გამართავს. კონცერტების სერია სტარტს 2020 წლის 14 თებერვალს, ბირმინგემში აიღებს და 7 აპრილს, ლონდონში დასრულდება.