LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავდგეთ აქ ერთად დილის 08:00 საათზე, კანცელარიაში ღარიბაშვილი არ უნდა შევიდეს: ელენე ხოშტარია

806
wdopyzegfdsf0yb

რუსთაველის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ღამეს რუსთაველის მოედანზე გაათევენ. ამის შესახებ პარტია ,,დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

აქციის მონაწილეები ხვალ დილის 08:00 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შენობაში შესვლის უფლება არ მისცემენ.

“ამ კანცელარიაში ირაკლი ღარიბაშვილი ვეღარ შევა. პირდაპირ ვუთხრათ ან თქვენ წახვალთ ან ჩვენ წაგართმევთ ამ ქვეყანას. მაქსიმალურად ვეცდებით აქ შესაბამისი პირობები იყოს შექმნილი, მოვიკრიბოთ ძალები და დილის 08:00 საათზე კანცელარიაში ღარიბაშვილი არ უნდა შევიდეს”, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g