LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაველოდოთ 4 მაისს… ოფიციალური გადეფოლტება უბრალოდ ფაქტს დაუსვამს წერტილს, თორემ რუსეთის ეკონომიკა რომ დეფოლტის რეჟიმშია, ყველა აღიარებს “/ “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

42
epa09791566 A sign reading 'Stop Putin. Stop War' during a peace rally on Rose Monday in Cologne, Germany, 28 February 2022. Due to the ongoing war in Ukraine, an originally planned Rose Monday parade at the Rheinenergiestadion stadium was canceled. Instead, thousands of participants are expected to take part in a peace demonstration in the inner city of Cologne.  EPA-EFE/FOCKE STRANGMANN

რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახდა. მან ისეთ ქვეყნებსაც კი გაუსწრო, როგორიც ირანი და ჩრდილოეთ კორეაა.
სპეციალისტებმა 10 000-მდე სხვადასხვა ტიპის სანქცია დათვალეს. ახლა ყველაზე აქტიურად განიხილება ევროპის მხრიდან სრული ემბარგო რუსულ ნავთობზე და გაზზე, რაც კიდევ უფრო მძიმე დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას.

საკმარისია, თუ არა ეს ყველაფერი პუტინის აგრესიის შესაჩერებლად და რა ზიანს მიიღებს რუსეთის ეკონომიკა სანქციებით?

აღნიშნულ თემაზე გადაცემაში “ბიზნესკურიერი” გიორგი კეპულაძესთან ერთად, ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ ისაუბრა.

 

– ხშირად საუბრობენ, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ყველაზე მეტად აქვს კუმულაციური, ე.წ. დაგროვებითი ეფექტი. შესაძლოა, ვიღაცას ეჩვენება, რომ რუსეთზე არ მოქმედებს ეს სანქციები, მაგრამ  შეიძლება, ერთბაშად შეუტიოს. აქ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩამოიშლება და დაინგრევა მათი ეკონომიკა და პირობითად შიმშილით დაიხოცებიან, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ამ ყველაფერმა შესაძლოა, ერთად უფრო მძიმე ეფექტი მოახდინოს.

– აბსოლუტურად გეთანხმები, როდესაც კუმულაციურ ანუ დაგროვებით ეფექტზე საუბრობ. თეორიულადაც და პრაქტიკულადაც ეს ისეთი მექანიზმია, როდესაც პირდაპირი ეფექტი არ არის ხოლმე.

თითქმის ყველა ეკონომისტი და ექსპერტი თანხმდება, რომ რუბლის კურსი აღარ არის ინდიკატორი იმის, რომ რაღაც კარგი ხდება რუსეთის ეკონომიკაში. ფაქტობრივად მცურავი კურსი აღარ არის. ანუ მე იმის აღნიშვნა, მინდა, რომ კუმულაციური ეფექტი აუცილებლად იჩენს თავს ეტაპობრივად, ჩვენ პირველად ვნახეთ რკინიგზის დეფოლტი.

ერთ-ერთმა რუსულმა ბანკმა, ხუთი მილიონი მომსახურებაც ვეღარ შეძლო. ანუ დიახ აუცილებლად აქვს ამას ეფექტი, უბრალოდ ეს დროში გაწელილი მომენტია და ეტაპობრივად ხდება ხოლმე. თუმცა ერთი მომენტი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, თუ ჩვენ ვხედავთ, გარკვეული კომპანიების დეფოლტს და გარკვეული მიმართულებით პრობლემებს, ვთქვათ რაღაც პროდუქტების გაქრობას, უმუშევრობას და ა.შ. ამას აუცილებლად რაღაც მომენტში უფრო მკვეთრად დავინახავთ ზუსტად ამ კუმულაციური ეფექტის გამო, რადგან დაგროვდება და ერთ მშვენიერ დღეს ჩამოქცევა შეიძლება არ დავარქვათ, მაგრამ აუცილებლად იმაზე უფრო თვალში საცემი იქნება, ვიდრე აქამდე ვამჩნევთ ფინანსისტები, ეკონომისტები და ექსპერტები.

ანუ საზოგადოებისთვის და ფართო მასებისთვის აღსაქმელად უფრო მარტივი გახდება ეს მოკლე პერიოდში.

– მხოლოდ ეკონომიკური სანქციებით პუტინის ტიპის აგრესორის გაჩერება ძალიან რთულია. შესაბამისად ალბათ ამის ერთგვარი დამსახურება ისიცაა, რომ დასავლეთის მხრიდან სამხედრო კომპონენტიც ჩართულია და აღარაა საუბარი მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებზე. 2 თვის წინ ვერც კი ვიფიქრებდით, რომ მსგავსი დახმარება იქნებოდა, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, არც სანქციების ასეთ მასშტაბს ველოდებოდით და დღეს უკვე რეალობაა, რომ სამხედრო დახმარებასაც უწევენ უკრაინას და პლუს უკრაინის ეკონომიკასაც ეხმარებიან და რუსეთის ეკონომიკას აზიარებენ.

თუმცა დასავლელი ლიდერების თვალში ვერ იხარშება ის, რატომ უკეთებს საკუთარ თავს ამას პუტინი.

– ძნელია მიხვედრა, რატომ უკეთებს ვლადიმირ პუტინი ამ ყველაფერს საკუთარ ქვეყანას. პუტინზე საუბრისას ზოგადად უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე ერთი მომენტი, რომ ის არაადეკვატურ ქცევებზეა გადასული.

რაც შეეხება სანქციებს, ჩემი აზრით, თავიდანვე არ ყოფილა ომის შესაჩერებლად შემოღებული, ვფიქრობ, ეს იმისთვის იყო დასავლეთის მხრიდან დაწესებული, რუსეთისთვის ეტაპობრივად ეჩვენებინა, რაზე არის დასავლეთი ეკონომიკური სანქციების მიმართულებით წამსვლელი.
რაღაც მომენტში დასავლეთი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სანქციებით გამოწვეული შედეგების ლოდინს აზრი არ აქვს და უხეშად რომ ვთქვათ, რუსეთის ხელისუფლებას ეს აზრზე ვერ მოიყვანს და უფრო ქმედით ნაბიჯებზე გადავიდნენ.
ჩვენ უკვე შეიძლება დავინახოთ რუსეთიდან ენერგომატარებლების ექსპორტის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება.

ყველა ქვეყანა უკვე ალტერნატიულ გზებს ეძებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბალტიის ქვეყნებიდან ერთი მილიონი ბარელის ტრანსპორტირება დაიწყო ევროპის მიმართულებით. კონკრეტული ქვეყანა სახელდება ინგლისი, ზოგ შემთხვევაში სახელდება ჰოლანდია. ფაქტია, გაიზარდა ალტერნატიული წყაროები მოძიება.

ჩინეთმაც კი ალტერნატიული გზების ძებნა დაიწყო. დეტალები ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ ფაქტია, ჩინეთიც უკვე გადაეწყო ალტერნატიულ წყაროებზე.

– დროის საკითხია ალტერნატიული წყაროების მოძიება, რადგან დემოკრატიული საზოგადოება, საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნავს. რა თქმა უნდა, სანქციების დამწესებელიც რაღაცას კარგავს, მაგრამ ალბათ დროის საკითხია… ყველა ქვეყანა მოძებნის ალტერნატიულ გზებს და ეცდება, რომ ჩაეხსნას რუსულ ენერგომატარებლებს.

– ზოგადად ყველა სანქციას თავისი ფასი აქვს და ამას დასავლეთი ნელ-ნელა შეეგუა და გარკვეულ ფასს იხდის.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მოსახლეობას იმაზე მეტად ვერ გაწირავს, ვიდრე ამას რუსეთი აკეთებს, სტრუქტურის პრობლემებიც დგას, გერმანიაში უკვე ტანკერების არენდაზეც კი ფიქრობენ და  განცხადებებიც კეთდება უკვე, რადგან თხევადი გაზის მიღების შემთხვევაში, გერმანიას ინფრასტრუქტურა მზად არ აქვს.

ასე რომ დასავლეთი ფიქრობს კი არა, მისულია იმ დასკვნამდე, რომ იმაზე მეტი სანქციებია დასაწესებელი, რაც არის, მუშაობს ამაზე, მაგრამ აუცილებლად ისიც გასათვალისწინებელია, რომ დასავლეთისთვის ადამიანი და მოქალაქეა ღირებული და ის არ მოექცევა თავის მოქალაქეს ისე, როგორც ამას რუსეთი აკეთებს .

– ვახსენეთ დეფოლტიც, რასაც სელექციური დეფოლტი შეიძლება დავარქვათ, ჯერჯერობით რაც სახეზეა სხვადასხვა მიმართულებით. იგივე რუსეთის რკინიგზა ფაქტობრივად დეფოლტის წინაშეა და ამას თან აქვს ერთგვარი ფსიქოლოგიური ეფექტი, რადგან მას მწარედ ახსოვს 1998 წლის დეფოლტი.
რეალურად რუსეთის ეკონომიკა დეფოლტის რეჟიმშია. ის აღარაა გადახდისუნარიანი. მით უფრო უცხოურ ვალუტაში, თუმცა ფაქტი როდის შეიძლება, რომ მაინც დადგეს?
სხვადასხვა მონაცემებით მაისის დასაწყისში ალბათ ძალიან დიდხანს არ დააგვიანდება.

– რაც შეეხება დეფოლტს, არამარტო ექსპერტები, არამედ რამდენიმე დღის წინ რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა პრეზიდენტმაც კი აღიარა, რომ გარდაუვალია ეკონომიკაზე გადასვლა ყველა იმ სანქციების გათვალისწინებით, რაც აქვთ დაწესებული. ეს ნიშნავს, რუსეთმა საბოლოოდ უნდა მოახდინოს მისი სუვერენული გუნდების მომსახურება. დაველოდოთ 4 მაისს. 4 მაისისთვის უნდა დადგეს საშეღავათო პერიოდი, როდესაც რუსეთმა საბოლოოდ უნდა მოახდინოს მისი სუვერენული გუნდების მომსახურება.

აქ ერთი საკითხიც არის გასათვალისწინებელი. ნუ გავიგებთ ისე, რომ რუსეთს ფული არ აქვს. აქ პრობლემაა, რომ ტექნიკურად ისეა სანქციები დადებული, რომ ფიზიკურად ვერ ახერხებს, ამ ვალებს მოემსახუროს უცხოურ ვალუტაში.

ასე რომ დაველოდოთ 4 მაისს, უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი, მაგრამ ზოგადად ოფიციალური გადეფოლტება უბრალოდ ფაქტს დაუსვამს წერტილს, თორემ ისე რუსეთის ეკონომიკა რომ დეფოლტის რეჟიმშია, ამას ყველა აღიარებს. მათ შორის ჩვენც.

– იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სანქციები გარკვეული დროის შემდეგ კიდევ უფრო მეტ უარყოფით გავლენას მოახდენს რუსეთის ეკონომიკაზე და რუსეთს შემდეგი აგრესიისგან ხელს ააღებინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები