LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქი“ და ეს უფრო დიდი ბრძოლის ნაწილია – იმიტომ რომ დროა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა”-“ლელომ” თბილისის ორგანიზაცია დააფუძნა

170
BeFunky-collage1 (14)

„ლელომ” თბილისის ორგანიზაცია დააფუძნა, რომელსაც საბა ბუაძე უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება 300-ზე მეტმა დელეგატმა რამდენემე წუთის წინ მიიღო.

ოპოზიური გაერთიანების წევრებმა უკვე დააკომპლექტეს მმართველი საბჭო. ის 12 კაციანი იქნება.

როგორც “ლელოში” აცხადებენ, ამით მამუკა ხაზარაძის გუნდმა არჩევნებისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო.

პარტიის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ 2024-ის არჩევნებზე რუსული ხელისუფლება და ოლიგარქია უნდა დამარცხდე, “ლელო” კი ბრძოლის ავანგარდში იქნება.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ლელო“ თბილისის ორგანიზაციის დაფუძნების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კონგრესის მთავარი გზავნილია „დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქი“ და „ეს უფრო დიდი ბრძოლის ნაწილია – იმიტომ რომ დროა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა”.

„ახლა არის ჩვენი დრო, ფეხზე დავდგეთ ერთად ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.

საკმარისია მთავრობა, რომელიც ემსახურება რუსეთს. საქართველოსა და ქართველი ხალხის სამსახურში მყოფი ხელისუფლების დროა. „ლელო“ არის ზალა რომელიც დგას და იბრძვის საქართველოსთვის!“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g