LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

David Garrett საქართველოში კონცერტს გამართავს

7773
55939417_389632921620260_4096043407489630208_n

როგორც დავით ოქიტაშვილი წერს, საქართველოს კულტურის პალატა ახალი ღონისძიებისთვის ემზადება. მისი თქმით, საქართველოს ესტუმრება ცნობილი მევიოლინე, დევიდ გარეტი. როგორც ოქიტაშვილი აღნიშნავს, მცირე ხანში გახდება ცნობილი, კონკრეტულად სად გაიმართება ეს ღონისძიება. დევიდ გარეტი საქართველოში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოვა, რომელსაც თბილისიდან დაიწყებს.

სოციალურ ქსელში უკვე გაკეთდა ღონისძიების გვერდი, სადაც მითითებულია ღონისძიების ჩატარების თარიღი.

გერმანელი მევიოლინე და პოპშემსრულებელი დევიდ გარეტი 38 წლისაა. მას საქართველოში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.

დევიდ გარეტს ნიკოლო პაგაგნინის როლის აქვს შესრულებული ფილმში „ეშმაკის მევიოლინე“, რომელიც 2013 წელს გამოვიდა.

მუსიკოსს გამოცემული აქვს 20 ალბომი.

დაგეგმილი ღონისძიების შესახებ დეტალურად ექსკლუზიურად ფორტუნას ოფიციალური ვებ-გვერდიდან შეიტყობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები