LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავიძვრებით დედაქალაქისკენ, სადაც უკვე უწყვეტი აქციები იქნება და ვიდრე შედეგს არ მივაღწევთ, არ დავიშლებით: გოლეთიანი

162
Untitled design (9)

“ჩვენი გეგმები, რა თქმა უნდა, უკავშირდება ფართომასშტაბიან აქციას თბილისში, ამას უახლოეს მომავალში აუცილებლად დავაანონსებთ.” – განაცხადა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა მორიგი ფეისბუქჩართვის დროს.

როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, სანამ პროცესი დინამიკურად თბილისში გადავა, ბრძოლის ძირითადი ხაზი კვლავ  გუმათში იქნება:

“ძირითადად, ბრძოლის ხაზი მაინც აქ გადის, რადგან ჩვენი აქ ყოფნით ფერხდება და ვერ მიმდინარეობს სრულფასოვანი სამუშაოები. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ლანდშაფტი არ დაზიანდეს და ბუნებას არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი.

ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას,რომ ვისაც შესაძლებლობა გაქვთ, შემოგვიერთდეთ, პირველ რიგში, აქ და შემდგომ გადავდგამთ ნაბიჯებს და დინამიკურად დავიძვრებით დედაქალაქისკენ, სადაც უკვე უწყვეტი აქციები იქნება და ვიდრე შედეგს არ მივაღწევთ, მანამ არ დავიშლებით.” – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე თქმით, დღესვე, აქციის მონაწილეებმა ავტოკოლონებით მსვლელობა მოაწყვეს ქუთაისში. გოლეთიანმა მსვლელობის მონაწილეებს მოუწოდა, კვლავ დაბრუნდნენ მათთან, სადაც პროტესტის ძირითადი ადგილია.

შეგახსენებთ, დღეს სოფელ გუმათთან, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის შემდეგ, აქტივისტებმა ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის “ენკას” ერთ-ერთი ბაზისკენ აქცია-მსვლელობა გამართეს.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები გუმათიდან კომპანია “ენკას”-ს ერთ-ერთ ბაზისკენ მსვლელობით მიდიან.

დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უწყება არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

პოლიცია არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს: შსს

გუშინ კი რიონის ხეობაში, ადგილზე სადაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, აქტივისტებს, მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წევრებს კარვები ჰქონდათ გაშლილი და მორიგეობდნენ შსს-მ კარვების აღების გადაწყვეტილება მიიღო.

“მეტ-ნაკლებად მშვიდობიან ვითარებაში მოხდა კარვების აღება” – შსს-ს წარმომადგენელი

პოლიციამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების და მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია: ლომჯარია ნამოხვანის მოვლენებზე