LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით არახამია – რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბარი 2023 წლის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი

76
arakhamia.png

“რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობა შეიძლება, გაჩნდეს 2023 წლის მეორე ნახევარში. ამის შესახებ არახამია „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია წერს.

„ეს იქნება შესაძლებელი, როდესაც ელექტორალური ციკლი დაიწყებს მუშაობას როგორც რუსეთში, ისე აშშ-ში, ანუ 2023 წლის მეორე ნახევარში. მაშინ უკვე დაიწყებს სტარტს საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში და 2024 წელს არჩევნები ექნება პუტინსაც. და ყველას პოლიტიკურად რაიმეს დემონსტრირება დასჭირდება. მე არ მგონია, რომ პუტინს სამხედრო წარმატების დემონსტრირება შეუძლია, ამიტომ შესაძლოა, ისინი შეეცადონ, საკუთარ ხალხს რაიმე დაანახონ დიპლომატიურ ფრონტზე”, – განაცხადა არახამიამ.

არახამიას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა მოსკოვთან მოლაპარაკების პირობები უკვე დაასახელა და ისინი უცვლელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g