LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბაგრატიონი ქორწინებამდე ნაქირავებში ცხოვრობდა და სიგარეტს ღერებით ყიდულობდა [ვიდეო]

640
146780_samefokari

ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატის ლევან გორელაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო. ამის შესახებ მან “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ის აღნიშნავს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი წლების განმავლობაში საპატრიარქოს მიერ ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა და სიგარეტს ღერებით ყიდულობდა. ამასთან, აცხადებს, რომ “მეფემ” მეუღლის მშობიარობის ხარჯებიც კი საპატრიარქოს დააფინანსებინა.

ადვოკატის განცხადებით, მან ფული ქორწინების შემდეგ, ტიტულების გაყიდვის გზით იშოვა.

“ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება თანასაკუთრებაა. თანასაკუთრება შეიძლება აღრიცხული იყოს ერთი მეუღლის საკუთრებად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე მეუღლეს არ აქვს თანასაკუთრების უფლება იმ ქონებაზე, რომელიც ქორწინების პერიოდშია შეძენილი.

მემკვიდრეობასთან დაკავშირებით საზოგადოებამ ერთი მარტივი რაღაც უნდა იცოდეს. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი წლების განმავლობაში საპატრიარქოს მიერ ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. თუ ასეთი მდიდარი მამკვიდრებელი ჰყავდა, რომ გარდაცვალების მერე მილიონები დაუტოვა, სიცოცხლეში მიეცა იმ ადამიანისთვის ერთი-ორი „კაპიკი“, საპატრიარქოს ხარჯზე რომ არ ყოფილიყო. ღერებით ყიდულობდა ეს ადამიანი სიგარეტს. შვილი რომ შეეძინა, მშობიარობის ხარჯები საპატრიარქოს დააფინანსებინა. თუ ასეთი მდიდარი მამკვიდრებელი ჰყავდა ამ დალოცვილს, სიცოცხლეშივე როგორ ვერ უზრუნველყო, რომ საპატრიარქოსთვის ქირის ფული არ გამოერთმია. ეს არის ტყუილი. მას მემკვიდრეობით არაფერი მიუღია. მან ფული ქორწინების შემდგომ, ტიტულების გაყიდვის გზით იშოვა. 

ახალი სამეფო დავა - ვის დარჩება სამი ავტომობილი

რატომ ვერ გაიყო მეფე-დედოფალმა მანქანები

ეს არის სწორედ ის ბიზნესი, რომელსაც ამ დავის ფარგლებში საფრთხე დაემუქრა. მოწინააღმდეგე მხარე სწორედ ამიტომაა გააფთრებული, რომ დავა არ შედგეს და მომავალში კვლავაც შეძლოს ხალხის მოტყუება და საკუთარი თავის წარმოჩენა, თითქოს ის ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის შთამომავალია,“ – განაცხადა ლევან გორელაშვილმა.

 

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ამჯერად მანქანებს ვერ იყოფენ. საუბარია სამ ავტომობილზე, რომელიც თანაცხოვრების დროს შეიძინეს. ესენია: “მერსედეს GL“, “პორშე კაიანი” და „ბმვ X5″. დავით ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი აცხადებს, რომ ქონების დათმობას არ აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g