LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბერძენიშვილი: „ოპოზიციის მთავარ სუბიექტებს ვურჩევდი, წინასწარ გამოაცხადონ, რომ ზურაბიშვილი მათი საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება“

156
სალომე ზურაბიშვილი და დავით ზურაბიშვილი

„ოპოზიციის მთავარ სუბიექტებს ვურჩევდი, წინასწარ გამოაცხადონ, რომ ზურაბიშვილი მათი საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პოლიტიკოსმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

ბერძენიშვილი ოპოზიციას ურჩევს, საერთო საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. ბერძენიშვილი ასევე ვარაუდობს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის მოსაზრებას ღიად დააფიქსირებს:

„თუ ამას იზამს, ეს პატარების და საშუალებების ახალი გაერთიანება მოიგებს. პირდაპირ ვნახეთ, როგორ ხვდებიან გულშემატკივრები პრემიერს და როგორ ხვდებიან პრეზიდენტს.

ასე, რომ ამ ვითარებაში ძალიან მიმზიდველი და სასარგებლოა სალომე ზურაბიშვილის ქარტიასთან თანაარსებობა. მე არ მგონია, რომ ზურაბიშვილი რაიმე ფორმით, ამ საარჩევნო კამპანიის დროს, პოლიტიკური გემოვნების დაფიქსირებას, ძალიან გაექცეს“, – ამბობს ბერძენიშვილი.

მამუკა მდინარაძე: „როცა აორგანიზებენ, რომ ვიღაცამ პრემიერის გამოსვლისას რაღაც „უუუ“ დაიძახოს და 100 კაცი აჰყვეს, ეს არის ელემენტარული მავნებლობა“

„ტვ პირველთან“ საუბრისას დავით ბერძენიშვილი საარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებაზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ იქნება კონფიგურაცია 2+1 – ეს კი გულისხმობს, რომ იქნება პოლიტიკური ცენტრი ენმ-სა და „სტრატეგია აღმაშენებელთან“.

მისი თქმით, ასევე, იქნება პატარა და საშუალო ზომის პარტიების და პოლიტიკური პირების გაერთიანება, მესამე კი იქნება გიორგი გახარიას პარტია, რომელიც ამ ეტაპზე აცხადებს, რომ არჩევენებში პოზიციონირებას, მარტო გეგმავს.

ბერძენიშვილის შეფასებით, მსხვილი ოპოზიციური გაერთიანებები ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან და არჩევნების შემდეგ, „ჯამურად, მათ მოუწევთ ერთმანეთთან თანამშრომლობა“.

„მოსალოდნელი არის, რომ იქნება 2+1 სისტემა – იქნება მიხეილ სააკაშვილის პლატფორმა, იქნება სხვა საშუალო და პატარა პოლიტიკური ჯგუფების ერთიანობის, 7-8-10 სუბიექტის ერთობის პლატფორმა და პლუს, რაკი ამბობს სულ, რომ ცალკე გავდივარ პლუს გახარია.

ლევან ხაბეიშვილი: „მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი ამბიცია გვერდით გადადოს და ვიბრძოლოთ 26 ოქტომბრის მთავარი არჩევნებისთვის, რომელიც საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ „მოსკოვის სპარტაკთან“ გველოდება“

„შეგიძლიათ ნახოთ, რა ღირს პროდუქტები, ეს კიდევ უფრო დამძიმდება იმ ეკონომიკური კოლაფსის პირობებში, რომელიც სანქციებისა და მმართველი პარტიის პროპაგანდის შედეგად მოსალოდნელია, რომ მოხდეს.“

ის ორი იქნება ძირითადი და მთავარი, ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან, ვინ გავა პირველ ადგილზე და პლუს კიდევ გახარია და ჯამურად, მერე მათ მოუწევთ ერთმანეთთან თანამშრომლობა.

ზიარ ჭურჭელია, მიშასთან აღმოჩნდება ვინმე ისეთი, რომელსაც არ ველოდებით, რომ მიშასთან შეიძლება აღმოჩნდეს, ამაში ცუდი არაფერი არ არის, მთავარია, რომ ოპოზიციური ხმა არ დაიკარგება. მეორე ნაწილი, ძალიან კონკურენტუნარიანი იქნება – „ახალი“, „ლელო“, შეიძლება „ევროპული საქართველო“. 

თინა ბოკუჩავა: „ხალხო, მოდით ვიყოთ რეალისტურები, წითელი ხაზი ჩემთვის და ვფიქრობ, ყველა პროდასავლური პარტიისთვის უნდა იყოს [ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება” – რას სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებს და რა გადაწყვეტილება მიიღო პარტიის პოლიტსაბჭომ?

მაგრამ რომელიც იტყვის, რომ არა, მე მაგარი ვარ და გავალ საბალახოდ ერთი პროცენტის გადასალახად, ანუ 300 ათასი ლარის მისაღებად – ვინც ასე გავა იმის მიუხედავად, რომ ეუბნებიან, რომ მოდი, ერთად ვიყოთ, რა თქმა უნდა, ის იქნება მხილებული საარჩევნო კამპანიის დროსაც“. – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g