LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდამსხმელი თავდებობით გაათავისუფლეს

147
Screenshot_435_62a0acf005db2

დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდამსხმელი ირაკლი ხომასურიძე თავდებობით გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის შემდეგ მიიღო. შუამდგომლობას პროკურატურაც დაეთანხმა.

ირაკლი ხომასურიძე 6 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს დაესხა თავს. სამნიძის თქმით, პრესკონფერენციის შემდეგ ის და დავით ბერძენიშვილი ერთად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათთან ორი პირი მივიდა. როგორც სამნიძე ამბობს, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.  მიზეზი რამდენიმე დღით ადრე ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე II-ის შესახებ გაკეთებული განცხადება იყო.

პოლიტიკოსებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

თავდამსხმელ ირაკლი ხომასურიძეს ბრალი სსკ-ის 156-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g