LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხვას პოლიტსაბჭოში ასაჩივრებს

77

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შესახებ პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოში ასაჩივრებს. ჭიჭინაძის განცხადებით, სამდივნოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხზე პოლიტსაბჭოსთან წერილობით კომუნიკაციას არ გეგმავს და შესაბამისი განცხადებით მათ მედიის საშუალებით მიმართავს.

„ჯერ არაფერი დამთავრებულა, ვინაიდან ვასაჩივრებ ამ გადაწყვეტილებას. როგორც მათ გამაგებინეს მასმედიის საშუალებით, ასევე, მასმედიის საშუალებით მიუვათ ჩემი განცხადებაც. წერილობით არავინ აპირებს მაგათთან საუბარს. პოლიტსაბჭოზე გამოჩნდება ყველას პოზიცია. ეს პროცედურა ასე არ არის, რომ ხუთმა კაცმა რაღაც გადაწყვიტა და მეექვსემ გახმოვანება მოინდომა – „ქართული დემოკრატიის“ ახალმა მამამ ზაქარია ქუცნაშვილმა და კოლექტიურმა ზარდიაშვილებმა… პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია, როდის შეიკრიბებიან და განიხილავენ ამ საკითხს. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, იქ ისედაც ვრჩები,” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დეპუტატის თქმით, პარტიაში მისი დარჩენის ან წასვლის საკითხზე არც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან და არც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია და მათ არ მიუღიათ გადაწყვეტილება ჭიჭინაძის გარიცხვის შესახებ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებას ხელს მოაწერა „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g