LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ჩიხელიძე: „დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მედროშეები მონაწილეობდნენ სააკაშვილის პიარ-კამპანიაში სახელწოდებით „ბოდიში“, რაც ნაცმოძრაობის ორსახოვან ბუნებას აჩვენებს – თავად აფხაზებს ბოდიშს უხდიდნენ, ახლა კი, როცა ივანიშვილმა ბოდიშის და პატიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ამისთვის ღალატის დარქმევა სცადეს“

106
დავით ჩიხელიძე

ეს სამი ადამიანი დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მედროშე, ნინია კაკაბაძე, პაატა ზაქარეიშვილი და ლაშა ბაქრაძე არიან. სამივე მათგანი მონაწილეობდა სააკაშვილის მიერ დაგეგმილ პიარ / კამპანიაში, სახელწოდებით “ბოდიში”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “ნაცმოძრაობა” თავის დროზე აფხაზებს ბოდიშს უხდიდა, ახლა კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ბოდიშისა და პატიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ამის ღალატად წარმოჩენა სურთ, რაც რადიკალების ორსახოვან ბუნებას კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს.

ბიძინა ივანიშვილი – „12 წელი დაგვჭირდა, რომ საფუძვლიანად გამოგვერკვია ყველაფერი და 2008 წლის ტრაგედიისათვის პოლიტიკური შეფასება მიგვეცა. დღეს, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვსაუბრობთ ომის გამჩაღებელ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რამეთუ ხელთ გვაქვს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის უამრავი სამტკიცი“

„ეს სამი ადამიანი დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მედროშე, ნინია კაკაბაძე, პაატა ზაქარეიშვილი და ლაშა ბაქრაძე არიან. სამივე მათგანი მონაწილეობდა სააკაშვილის მიერ დაგეგმილ პიარ / კამპანიაში, სახელწოდებით “ბოდიში”. კამპანიის მიზანი იყო აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდა და ამ ფორმით შერიგების გზების ძიება. თავისთავად, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენებს ნაცმოძრაობის ორსახოვან ბუნებას. თავად აფხაზებს ბოდიშს უხდიდნენ, ახლა კი, როცა მათ დაწყებულ და აღიარებულ ომზე ერისკაცმა ბიძინა ივანიშვილმა ბოდიშის და პატიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ამ საქციელისათვის ღალატის დარქმევა სცადეს. სხვა ბევრ მიზეზთან ერთად, ამ ორმაგი სტანდარტისთვისაც დასრულდებით 26 ოქტომბერს, ნაცებო.” – წერს დავით ჩიხელიძე.

„ბიძინას გამოსვლის შემდეგ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ თავისუფლად შეუძლია, საქართველოს მრავალ მილიარდიანი კომპენსაცია მოსთხოვოს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად“ – გია ხუხაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები