LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გადელია: ” სად ისწავლეთ ყველამ, ასე უცებ ეპიდემიოლოგობა, პროფილაქტიკური მედიცინა, ინფექციური დაავადებების მართვა?!

193
davitgadeliacovid19-2020-08-04-09-30-03-882026

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გაკვირვებას გამოთქვამს, რომ საქართველოშ ყველამ უცებ ისწავლა ეპიდემიოლოგია.

“თუ სადმე წამასწარით, რომ ხიდების არქიტექტორულ- კონსტრუქციულ დაგეგმარებას ვიხილავ, ან კეჟერა ფხალის კულტივაციისთვის რჩევებს ვიძლევი – ესე იგი, ჭკუიდან გადავსულვარ და ნუ გამლანძღავთ, უბრალოდ, დაურეკეთ სახლში ჩემებს და გადაეცით ფრთხილად ჩემი თავი ხელიდან-ხელში. კიდევ მეტი! – მიუხედავად იმისა, რომ ძაააან დიდი ხნის გამოცდილება მაქვს სამედიცინო მენეჯერის, თუ მედიცინის იმ სფეროში დავიწყე რჩევების მიცემა, რისი სპეციალისტიც არ ვარ, იმავეღონეს მიმართეთ!…

სად ისწავლეთ ყველამ, ასე უცებ ეპიდემიოლოგობა, პროფილაქტიკური მედიცინა, ინფექციური დაავადებების მართვა?! თანაც როგორი კატეგორიული, დამაჯერებელი ტონით იტყვით ხოლმე… დიაგნოსტიკის გენიას, მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთ საუკეთესო ინფექციონისტს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილს რამდენჯერ უთქვამს გულახდილად რთულ შემთხვევაზე: “ვერ ვხვდები, რა არის და როგორ უნდა მოვიქცეო…” ეეჰ, ნეტა მაშინ შეხვედროდით ეს “მცოდნე” ხალხი, ხომ დააყენებდით მხცოვან აკადემიკოსს სწორ გზაზე….”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g