LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გაგუა – განსაკუთრებით ამ მძიმე სტატისტიკის შემდგომ, ვფიქრობ სამეანო საზოგადოება ერთხმად მოუწოდებს ორსულებს რომ აიცრას

293
gagua

დავით გაგუას კლინიკის დირექტორი და მეან-გინეკოლოგი დავით გაგუამ ორსულებისთვის ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

როგორც გაგუა პროგნოზირებს, სამეანო საზოგადოება ერთხმად მოუწოდებს ორსულებს, რომ აიცრას.

“მე მჯერა, რომ ყველა ექიმს სურს პანდემიის დამარცხება და თავისი პაციენტის, განსაკუთრებით ორსულის უსაფრთხოება. ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიც არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ამერიკის მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლეჯი, გვაძლევენ რეკომენდაციას, რომ აუცილებლად უნდა აიცრან ორსულები. ვფიქრობ ჩვენი სამეანო საზოგადოება მზად არის ამისთვის და არ მგონია რომელიმე მეან-გინეკოლოგმა უარი უთხრას ორსულს აცრაზე. მე იმედი მაქვს ჩემი კოლეგების,” – განაცხადა დავით გაგუამ “იმედის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g