LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გარეჯში დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს (ვიდეო)

236
gareji

გარეჯში დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს. პოლიციელების თქმით, საფრთხე მოსალოდნელი არ არის, თუმცა ადგილზე სამართალდამცველების მობილიზება მაინც მოხდა.

სამონასტრო კომპლექსზე ნაწილობრივ მოხსნილია შეზღუდვა აღდგომის ტაძრისა და უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ ბილიკებზე. თუმცა, როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ამბობენ, ამ დროისთვის ჩაკეტილია ჩიჩხიტურის კოშკამდე მისასვლელი ბილიკი. 

უცილებელია ამ საკითხის საბოლოო მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება - პრეზიდენტი

პრეზიდენტი მოხარულია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ერთობლივი კომისიის მუშაობა განახლდა.

მასშტაბური მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტები, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას დავით გარეჯში აპირებდნენ.

აქცია-მსვლელობაში მონაწილეობას 9 ეპარქია იღებს. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ამ აქციით სურთ ხელისუფლებას და აზერბაიჯანელ მეგობრებს აჩვენონ, რომ ქართული საზოგადოება დავით გარეჯს არ დათმობს.

https://www.facebook.com/a.palavandishvili/videos/605131386659791/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები