LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გეწაძემ სლოვენიაში ტრანსპორტის და საგზაო სფეროს სპეციალისტების პროფესიულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

360
დავით გეწაძე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18 და 19 ივნისს, სლოვენიაში, ქალაქ პორტოროზში სლოვენიის ტრანსპორტის ინჟინრების ასოციაციის (DIPS), მსოფლიო საგზაო ასოციაციისა (PIARC) და ტრანსპორტის გაერთიანების (TCT) ორგანიზებით, სატრანსპორტო და საგზაო სფეროს სპეციალისტების პროფესიული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

აღნიშნულ შეხვედრაზე, საქართველო მოწვეული იყო ტრანსპორტის გაერთიანების (TCT) ეგიდით. ქართული მხარის სპიკერი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით გეწაძე იყო, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში, საგზაო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

სამუშაო შეხვედრები ჩატარდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) განვითარება, სატრანსპორტო დერეფნებში საგზაო მოძრაობის გაზრდილი ნაკადები, გამტარობის გაზრდა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები (ITS), დარგში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები, კლიმატის ცვლილება და ამინდზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება, სხვადასხვა ქვეყნების მიერ დასრულებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და სხვა.

შეხვედრის მიზანი იყო სლოვენიის, ევროკავშირის ქვეყნებისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

magti 5g