LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კეზერაშვილი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე გამართლდა

74

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი, რომელსაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ედებოდა ბრალი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამართლდა. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ნინუას, მას გაფლანგვისთვის წარდგენილი ბრალი სამსახურეობრივ გულგრილობაში გადაუკვალიფიცირდა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილსა და თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსს, ალექსანდრე ნინუას, ბრალად დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა ედებოდათ. გამოძიების თანახმად, თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობისას კეზერაშვილმა მასთან დაახლოებული პირის კომპანიასთან, რომელიც ოფშორში იყო დარეგისტრირებული, თანხის გაფლანგვის მიზნით ხელშეკრულების გაფორმების ბრძანება გამოსცა.

პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულებრივ ქმედებაში ალექსანდრე ნინუაც ჩაერთო, რომელმაც, თითქოსდა, თავდაცვის შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმიური საბრძოლო მომზადების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. საქმის მასალების თანახმად, კომპანია Girwood Business Corp-მა ავანსის სახით 5 685 000 ევროს 40% მიიღო, ხოლო მოგვიანებით სამინისტროში ყალბი ანგარიში შედგა, თითქოსდა კომპანიის მიერ სამხედრო დანაყოფებში ჩატარებული სწავლებების შესახებ და, შესაბამისად, კომპანიას დარჩენილი თანხაც გადაერიცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g