„ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს, ამის ნათელი მაგალითია, როგორ ცდილობს ევროკავშირი 61 ქვეყანა დააშანტაჟოს. რომელიმე ქვეყანა თუკი არ წავა იმ გადაწყვეტილების გზაზე, რაც ბრიუსელიდან იქნება გაცხადებული, შეეცდებიან ამ პედალირების ინსტრუმენტის გამოყენებას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
გიორგი გახარია: „ოცნება” ცდილობს, წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში უვიზო მიმოსვლის დაკარგვას… ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოს ამ მიღწევის დასაცავად“
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი: „უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს – ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!“ როგორც გიორგი გახარია წერს, „გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, „ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო […]
მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ეს მუქარები რეალობამდე მივიდეს“:
„პირველ რიგში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მუქარები რეალობამდე მივიდეს. ევროკავშირი უფრო და უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს, ამის ნათელი მაგალითია, როგორ ცდილობს ევროკავშირი 61 ქვეყანა დააშანტაჟოს.
რომელიმე ქვეყანა თუკი არ წავა იმ გადაწყვეტილების გზაზე, რაც ბრიუსელიდან იქნება გაცხადებული, შეეცდებიან ამ პედალირების ინსტრუმენტის გამოყენებას.
ნათელი მაგალითია ჩვენი უახლოესი წარსულიდანაც, რომელი სახელმწიფო, რა მიზნებით იყენებდა ასე უსაფუძვლოდ ემბარგოს, სანქციებს, ხალხის დეპორტაციას ქვეყნიდან. ეს იყო რუსეთი და დღეს არათუ დღევანდელ რუსეთს, არამედ იმ ღრმა საბჭოთა კავშირს ემსგავსება ევროკავშირი, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს ან ცდილობს, მიიღოს, რადგან დააშანტაჟოს ქართველი ერი.
ერთადერთი მიზეზის გამო, საქართველო არ ჩაერთო იმ დიდ უბედურებაში, რომელსაც საქართველოს უქადდა უკრაინაში ომთან დაკავშირებით ჩართულობაზე გადაწყვეტილების აღსრულება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: „უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს – ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!“
შალვა პაპუაშვილის თქმით, უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და მათ ეკონომიკაში ფულის შეტანას.