LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მათიკაშვილი ჯინ შაჰინის განცხადებაზე: „ამერიკულ მხარეს სასათბურე პირობები ჰქონდა საქართველოს მხრიდან შექმნილი, არაერთგზის მოხდა ვალდებულებების შესრულების გადავადება – მათ უბრალოდ არ მიიღეს მონაწილეობა, არ ჩადეს ფული ანაკლიის პორტის მშენებლობაში“

139
დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი  ეხმიანება შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯინ შაჰინის გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც იგი იმედგაცრუებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პროექტის ჩინური ინვესტიციით განხორციელება იგეგმება.

მათიკაშვილის განცხადებით, ამერიკულ მხარეს სასათბურე პირობები ჰქონდათ საქართველოს მხრიდან შექმნილი, არაერთგზის მოხდა გადავადება ვალდებულებების შესრულების, იყო თხოვნა, ხვეწნა, ქართული სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომ შეერთებულ შტატებს  შეესრულებინა  მასზე დაკისრებული ვალდებულებები და აეშენებინათ ანაკლიის პორტი, მაგრამ მათ უბრალოდ მონაწილეობა არ მიიღეს კონკურსში.

შალვა პაპუაშვილი: „სენატორი შაჰინის დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებას ამერიკელების ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ დაეხარჯა, ვინძლო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით“

აღნიშნულით იგი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოსთვის ეროვნული ინტერესის საკითხს წარმოადგენს.

„ხელისგულზე დევს მოცემულობა, რომ ანაკლიის პორტში როდესაც კონსორციუმის ფარგლებში იყო მიღებული გადაწყვეტილება აეშენებინათ ანაკლიის პორტი, ფაქტობრივად მთელ ამ კონსორციუმს, მათ შორის , იმ ამერიკულ მხარეს სასათბურე პირობები ჰქონდათ საქართველოს მხრიდან შექმნილი, არაერთგზის მოხდა გადავადება ვალდებულებების შესრულების, იყო თხოვნა, ხვეწნა, ქართული სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომ მათ შეესრულებინათ მათზე დაკისრებული ვალდებულებები და აეშენებინათ ეს პორტი. როგორ დასრულდა ეს ყველაფერი თქვენ კარგად იცით, მათ უბრალოდ არ მიიღეს მონაწილეობა ამ ყველაფერში, ამერიკულმა მხარემ არ ჩადო ფული ანაკლიის პორტის მშენებლობაში, ამიტომაც ვერ შეასრულა, კიდევ რაღაც წვრილმანი მიზეზებიც შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ კონსორციუმმა თავისი ფინანსური ვალდებულებები, რომელიც ამერიკული მხარის სახსრებით უნდა შევსებულიყო ვერ შეასრულა სახელმწიფოს წინაშე და ვერ ააშენა პორტი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.   

მისივე თქმით,  მეორედ გამოცხადებულ ღია კონკურსზეც არ მიიღო ამერიკულმა მხარემ მონაწილეობა, შესაბამისად კონკურსში გაიმარჯვა უკეთესი პირობების მქონე  კომპანიამ და მისთვის უცნობია, თუ რაზე წყდება  შეერთებულ შტატებს გული.

„აი ახლა, როდესაც  ცხადი გახდა, რომ კონსორციუმი ვერ იფუნქციონირებდა ის არღვევდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ის ვერ ააშენებდა პორტს, უკვე მეორედ გამოცხადდა ღია კონკურსი, სადაც, ასევე სრულიად თავისუფლად შეეძლო მიეღოთ ამერიკელებს  მონაწილეობა, ამერიკული კომპანიების საშუალებით და აქ მოეხდინათ ინვესტირება, ვთქვათ თუ კი  წინა შემთხვევაში რაიმე ფორმით ვერ შეძლეს. ამ შემთხვევაშიც არავინ  არ მიიღო მონაწილეობა, ამერიკელებს ვგულისხმობ, ხოლო კონკურსში გაიმარჯვა იმ კომპანიამ, რომელმაც უკეთესი პირობა შესთავაზა კონკურსის გამომცხადებელს. ამ შემთხვევაში რაზე სწყდებათ ამერიკელ კონგრესმენებს გული, რას არის გულდაწყვეტის საფუძველი,  რომ ანაკლიის პორტი, რომელიც არის შუა დერეფნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი საბოლოოდ შენდება, კეთდება, ამაზე სწყდებათ გული?! როცა თვითონვე შეეძლოთ ძალიან მარტივად ის მილიარდობით დოლარი არა ენჯეო სექტორში და რადიკალიზმის დასაფინანსებლად კი არ გადმოეგზავნათ საქართველოში, არამედ საქმის გასაკეთებლად ჩაერიცხათ და მოეხდინათ ამ ფულის აკუმულირება, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო და არ დაეფინანსებინათ რადიკალიზმი და უსამართლობა საქართველოში და დემოკრატიის ნგრევა. ახალ როდესაც დადგა დრო და ეს პორტი შენდება ამაზე სწყდებათ გული?! საკვირველია ეს ყველაფერი,“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი იმედგაცრუებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პროექტის ჩინური ინვესტიციით განხორციელება იგეგმება.

„საქართველომ გააუქმა პორტთან დაკავშირებული კონტრაქტი დასავლურ ფირმებთან. ბოლოდროინდელი ცნობები მიუთითებს, რომ ის მიმართულია ჩინურ კომპანიას გადასცეს ის პროექტი, რომელიც შავ ზღვაზეა. ეს არის საკითხი, რომელზეც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიშმა და მე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა საქართველო წინ წაგვეწია და ღრმად იმედგამაცრუებელია, როცა ვხედავ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას“, – აღნიშნა სენატორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g