LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე რაღაც ახალ თავდასხმას გეგმავენ

62
დავით მათიკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე რაღაც ახალ თავდასხმას გეგმავენ“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, 29 ნოემბერს, გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით: –„ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი.“

მათიკაშვილის განცხადებით, მიღებულია რეზოლუციები, სადაც სრულიად უსაფუძვლოდ, ამორფულად შეიტანეს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეს აბსოლუტურად არ შეესაბამება და აცდენილია რეალობას.

„ამ რეზოლუციის ავტორები, „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები და თავად „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთ პროვოკაციულ ნაბიჯს გეგმავს, რომლის უკან არაფერი დგას. ის, რომ საქართველო არის დასავლეთის ნაწილი და საქართველოს სწრაფვა არის ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ოჯახში, ამ წიაღსვლების ავტორებმა საქართველოს კონსტიტუცია გადაშალონ და კარგად ამოიკითხონ.

„ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციის დონეზე მიიღო, რომ ქვეყანა ევროპული მიმართულებით მიდის. ყველაფერი იმ მეგობრების გამოძახილია, რაც ამ ადამიანებს “ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პირადად მიხეილ სააკაშვილთან აქვთ.“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „საქართველო კოლექტიურ დასავლეთს ეკუთვნის. ქსელი, რომელიც ცდილობს ქვეყანა „რუსკი მირის“ გავლენის ქვეშ შეინარჩუნოს, უნდა გამოაშკარავდეს.“

ფოტიგას ინფორმაციით, მომდევნო კვირას, 29 ნოემბერს, გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით : „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი.“

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ანა ფოტიგა, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი, თორნიკე გორდაძე, უკრაინის რადას წევრი ოლექსი გონჩარენკო და უკრაინაში ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g