LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მათიკაშვილი: „სახელმწიფო ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ დაუნდობელი იქნება – ის ადამიანები, რომლებიც ზომების გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან, უკეთესი მომავლის წინააღმდეგი არიან!“

129
დავით მათიკაშვილი

სახელმწიფო ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ დაუნდობელი იქნება! – ის ადამიანები, რომლებიც ამ გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან, ფაქტობრივად, ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი მომავლის წინააღმდეგი არიან! – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისიე თქმით, კანონმდებლობის გამკაცრების გარეშე, „ამ მავნე სენთან ბრძოლა ძალიან რთულია“.

„ნარკოტიკები, ნარკომანია არის გამოწვევა, რომლის მიმართაც სახელმწიფო უნდა იყოს ადეკვატური. ყველა იმ ცვლილებას, რაც არის დაინიცირებული და რასაც ვიხილავთ საქართველოს პარლამენტში, ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში გააჩნია ერთადერთი მიზანი – ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობის დაცვა იმ მავნე და მომაკვდინებელი ზეგავლენისგან, რასაც იწვევს, ზოგადად, ნარკომანია. ყველა ის შეზღუდვა, თუ გამკაცრება, რაც არის ახალი ინიციატივებით გათვალისწინებული, ემსახურება სწორედ ამ მიზანს. როგორც მოგეხსნებათ, სახელმწიფო ყველა გამოწვევის მიმართ უნდა იყოს რელევანტური იმის შესაბამისად, კონკრეტულ ვითარებაში, დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რა პრობლემის წინაშე დგას საზოგადოება. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან, ფაქტობრივად, ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი მომავლის წინააღმდეგი არიან,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

„ნებისმიერ დროს [მზად ვარ]… გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!“ – კალაძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ბუაძეს

შალვა პაპუაშვილი: „ნარკოლოგიური შემოწმება ყველა დეპუტატს გავლილი აქვს – არ ვიცი, ჩააბარეს თუ არა ნარკოტესტი ოპოზიციის იმ წევრებმა, რომლებიც პარლამენტში არ შემოვიდნენ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g