LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მრელაშვილი: დაუძველდათ ანტივაქსერებს მეთოდები… ახლა ვადა გადაწიეს – 2 წლის მერე დაიხოცებით აცრილებიო

81
დავით

ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი დავით მრელაშვილი ამირან გამყრელიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ექიმებში სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, ანტივაქსერებს მეთოდები დაუძველდათ, როდესაც ამბობენ, რომ ვაქცინა კლავს.

„შეერთებულ შტატებში ექიმების 96%-ია აცრილი, და მათი უდიდესი ნაწილი აიცრა ყოველგვარი ვალდებულების გარეშე – საკუთარი ცოდნის, და შეგნების საფუძველზე.

– შეერთებული შტატების ყველა ცოცხალი პრეზიდენტი – ახლანდელი და ყოფილი აცრილია (ტრამპიც კი)

– აბსოლუტურა ყველა შტატის გუბერნატორი აცრილია (ჩვენთან მინიმუმ კახეთის გუბერნატორი ზუსტად ვიცი რო აცრილია, იმედია სხვებიც)

– აშშ-ს კონგრესის და სენატის თითქმის 100% აცრილია

– მთელი სამხედრო პერსონალის 80%-ზე მეტი (და მალე იქნება 100%-მდე ისიც) აცრილია.
რიტორიკული კითხვა: აცრა რომ არაეფექტური ან მავნებელი იყოს, მსოფლიოს ერთპიროვნული სუპერ-სახელმწიფო (სხვა წამყვან ქვეყნებზე აღარ მაქვს ლაპარაკი) მთელ თავის მთავრობას, სამედიცინო პერსონალს და სამხედროებს “გაანადგურებდა” თავის ნებით? თუ ეს იმ სერიიდანაა “ჩინეთმა მესამე მსოფლიო ომი ისე მოიგო რომ ერთი ტყვია არ გაუსვრია”.

თუ როგორ ფიქრობთ ამერიკას საკმარისად ჭკვიანი მეცნიერები არ ჰყავს, რომ სწორად გააანალიზოს არსებული ინფორმაცია და გადაწყვიტოს რა ჯობია?

შევეშვათ გაურკვეველი მოტივაციის ტროლ-ბოტების პოსტების გაზიარებას, და იმას რომ “ჩემი მულის დედამთილის მეზობელი აიცრა და მეორე დღეს მოკვდა” და ეს ვაქცინამ მოკლა. დაუძველდათ მეთოდი ანტივაქსერებს და რადგან დღევანდელი რეალობა აშკარად არ ემთხვევა მათ შარშანდელ პროგნოზს – ახლა ვადა გადაწიეს – 2 წლის მერე დაიხოცებით აცრილებიო, რაც არანაირ მეცნიერულ ლოგიკაში არ ჯდება ვაქცინის მექანიზმიდან გამომდინარე (ADE/VADE-სთვისაც კი ნამეტანი გრძელი ვადაა).

ყოველ დღე საქართველოში 150-200 ადამიანი გარდაიცვლება სხვადასხვა მიზეზით (იქედან 70-80 კორონათი), და აუცილებლად დაემთხვევა ის რომ იმ 25-30,000 აცრილიდან იმ ან წინა დღეს ვიღაც გარდაიცვლება მომდევნო დღეებში განსაკუთრებით ყველაზე ხშირი მიზეზებით – ინფარქტით ან ინსულტით.

პოზიტიური ასპექტიც რომ ვთქვათ – საქართველო მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შედის ექიმთა რაოდენობით ქვეყანაში (100,000 მოსახლეზე), ასე რომ თუ ის ექიმები ვინც არ აიცრებიან და დროებით შვებულებაში გავლენ – ექიმების ნაკლებობა (რაოდენობრივი, ხარისხობრივზე არ მაქვს საუბარი) დიდი ალბათობით არ გვექნება“.- წერს დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g