LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მრელაშვილი: “დაუძველდათ მეთოდი ანტივაქსერებს, შარშანდელი პროგნოზი არ გაუმართლდათ და ახლა ვადა გადასწიეს, აცრილები ორი წლის მერე მოკვდებითო…”

4355
davitmrelashvili20111-2020-12-01-10-43-03-234683

აშშ-ში მომუშავე ქართველი ტელენევროლოგი დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ახალ ამბავს, რომელიც გვაუწყებს, რომ ამირან გამყრელიძე ექიმების სავალდებულო აცრის მომხრეა.

მრელაშვილი აღნიშნავს:

“შეერთებულ შტატებში ექიმების 96%-ია აცრილი, და მათი უდიდესი ნაწილი აიცრა ყოველგვარი ვალდებულების გარეშე – საკუთარი ცოდნის, და შეგნების საფუძველზე.
– შეერთებული შტატების ყველა ცოცხალი პრეზიდენტი – ახლანდელი და ყოფილი აცრილია (ტრამპიც კი)
– აბსოლუტურად ყველა შტატის გუბერნატორი აცრილია (ჩვენთან მინიმუმ კახეთის გუბერნატორი ზუსტად ვიცი რომ აცრილია, იმედია სხვებიც)
– აშშ-ს კონგრესის და სენატის თითქმის 100% აცრილია
– მთელი სამხედრო პერსონალის 80%-ზე მეტი (და მალე იქნება 100%-მდე ისიც) აცრილია.

რიტორიკული კითხვა: აცრა რომ არაეფექტური ან მავნებელი იყოს, მსოფლიოს ერთპიროვნული სუპერ-სახელმწიფო (სხვა წამყვან ქვეყნებზე აღარ მაქვს ლაპარაკი) მთელ თავის მთავრობას, სამედიცინო პერსონალს და სამხედროებს “გაანადგურებდა” თავისი ნებით? თუ ეს იმ სერიიდანაა “ჩინეთმა მესამე მსოფლიო ომი ისე მოიგო, რომ ერთი ტყვია არ გაუსვრია”.
თუ როგორ ფიქრობთ ამერიკას საკმარისად ჭკვიანი მეცნიერები არ ჰყავს, რომ სწორად გააანალიზოს არსებული ინფორმაცია და გადაწყვიტოს რა ჯობია?

შევეშვათ გაურკვეველი მოტივაციის ტროლ-ბოტების პოსტების გაზიარებას, და იმას, რომ “ჩემი მულის დედამთილის მეზობელი აიცრა და მეორე დღეს მოკვდა” და ის ვაქცინამ მოკლა. დაუძველდათ მეთოდი ანტივაქსერებს და რადგან დღევანდელი რეალობა აშკარად არ ემთხვევა მათ შარშანდელ პროგნოზს – ახლა ვადა გადაწიეს – 2 წლის მერე დაიხოცებით აცრილებიო, რაც არანაირ მეცნიერულ ლოგიკაში არ ჯდება ვაქცინის მექანიზმიდან გამომდინარე (ADE/VADE-სთვისაც კი ნამეტანი გრძელი ვადაა).
ყოველდღე საქართველოში 150-200 ადამიანი გარდაიცვლება სხვადასხვა მიზეზით (იქედან 70-80 კორონათი), და აუცილებლად დაემთხვევა ის ლ, რომ იმ 25-30,000 აცრილიდან იმ ან წინა დღეს ვიღაც გარდაიცვლება მომდევნო დღეებში განსაკუთრებით ყველაზე ხშირი მიზეზებით – ინფარქტით ან ინსულტით.

პოზიტიური ასპექტიც რომ ვთქვათ – საქართველო მსოფლიოს ტოპხუთეულში შედის ექიმთა რაოდენობით ქვეყანაში (100,000 მოსახლეზე), ასე რომ, თუ ის ექიმები, ვინც არ აიცრებიან, დროებით შვებულებაში გავლენ – ექიმების ნაკლებობა (რაოდენობრივი, ხარისხობრივზე არ მაქვს საუბარი) დიდი ალბათობით არ გვექნება :)”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g