“ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციას, რომ ბოტანიკურ ბაღში ჰესის აშენება იგეგმება, თბილისის მერი სიცრუეს უწოდებს.
„პოლიტიკურად გაკოტრებული და სიცრუის ტირაჟირებაზე ორიენტირებული ადამიანების მხრიდან რაიმე სახის განცხადება არ მგონია საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. არც ჩემთვისაა ეს საინტერესო. ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ჩვენ ყველა კითხვას გავეცით პასუხი, როდესაც საკრებულოში მივედი. ბოტანიკური ბაღი და მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო ვითარდება და რაიმე ტიპის შემზღუდავ, ან საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებას იქ ადგილი არ ექნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მანამდე კი ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ბაღში ჰესის მშენებლობა იგეგმება და GDS და ივანიშვილის რეზიდენცია ელექტროენერგიას უფასოდ მიიღებენ. აღნიშნულთან დაკავშრებით მელიამ თბილისის მერიისგან და კახა კალაძისგან განმარტებები მოითხოვა.