LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანია: “ბოტანიკური ბაღის მიერ დათმობილი ტერიტორია კლდოვანი და მეჩხერია”

46

თბილისის მერის განცხადებით,  ბოტანიკური ბაღის მიერ დათმობილი ტერიტორია კლდოვანი და მეჩხერია. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში  განაცხადა. მისვე თქმით, ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირება კანონის სრული დაცვით მოხდა.

დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ბოტანიკური ბაღის 97 ჰექტარი ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა.  მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს 20 მლნ ლარზე მეტი დახარჯული იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღი ყოფილიო იმ სახით, რაც დღეს აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g