LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანია – მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის უფლება სათანადოდ იყოს დაცული სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში

118
11111

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა. დავით ნარმანიამ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ  თითოეული მოქალაქის უფლება სათანადოდ იყოს დაცული სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში.  სემეკი, წლებია, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს კომუნალური მომსახურებების გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის სამსახურის როლი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. უკვე 20 წელია, რაც სამსახური აქტიურადაა ჩართული მოქალაქეთა უფლებების დაცვაში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მიმართულებით. ვულოცავ სამსახურის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს 20 წლის იუბილეს და წარმატებებს ვუსურვებ მათ საქმიანობაში.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არაერთი პროექტი ხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ  სემეკში გვაქვს უნიკალური პროგრამა, რომელიც რეალურ დროში აფიქსირებს კომუნალურ კომპანიებში შესულ მომხმარებელთა განცხადებებს და კომპანიების მხრიდან მათზე რეაგირებას, ინფორმაციას გეგმური და არაგეგმური წყვეტების შესახებ, ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთებისა და დავალიანების გადაუხდელობისათვის გათიშული მომხმარებლებისათვის მომარაგების აღდგენის დროსა და ვადებს. გვაქვს შემუშავებული სტანდარტები, რომლის შესრულებაც სავალდებულოა კომპანიებისათვის. აქვე, მოვუწოდებ მოქალაქეებს, თუ მიიჩნევენ, რომ მათ უფლებები ირღვევა კომუნალური კომპანიების მიერ, მომართონ სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის მიზნით, 2003 წელს დაფუძნდა სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. დღეისთვის ენერგოომბუდსმენის ოფისები ფუნქციონირებს როგორც ქ. თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები