LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანიამ სემეკში ISO 9001:2015 სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინა

119
დათიკო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) სემეკისთვის მინიჭებული ISO 9001:2015 სტანდარტის ფარგლებში კომისიის საქმიანობის ხარისხის შესრულების ძირითადი მაჩვენებლებისა და რისკების შეფასების შესახებ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

„სემეკი 2020 წლიდან ფლობს ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც  ხაზს უსვამს იმას, რომ სემეკის საქმიანობის ხარისხი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. კომისიაში მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა საქმიანობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და დახვეწაზე. სემეკს გააჩნია საერთაშორისო დონის ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მდგრად განვითარებასა და გამჭვირვალობას. ჩემს გუნდთან ერთად ჩემი ამოცანაა, რომ სემეკი მუდმივად იყოს ისეთი ინსტიტუცია, რომელიც ორიენტირებულია სიახლეების დანერგვაზე და ღიაა ინოვაციების მიმართ,“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო უნივერსალური სერტიფიკატია და მისი ძირითადი პრინციპებია მომხმარებელზე ორიენტირება, პერსონალის ჩართულობა, პროცესუალური მიდგომები, პროცესუალური მიდგომები, საქმიანობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g