LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ხეების ჭრის პროცესი შეჩერებულია

36

ქალაქ თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ყაზბეგის N 22-ში ხეების ჭრის პროცესი შეჩერებულია. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დადგა შპს “ფორესთ კომპანის” მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა.
მერიაში აცხადებენ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება საქმის მასალების საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნის თაობაზე.
“ამასთან, ვავრცელებთ შპს “ფორესთ კომპანის” დასკვნას და ამავე დასკვნის საფუძველზე თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემულ ნებართვას, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ გამწვანების სამსახურის მიერ თანხმობა გაიცა მხოლოდ ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადი ხეების მოჭრაზე. ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ შპს “ორბი ჯგუფი თბილისისთვის” გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე უნდა შენარჩუნდეს 18 ძირი საღი კვიპაროსი, 5 ძირი ხე კი აგროტექნიკური ღონისძიებების სრული დაცვით გადაირგოს მიმდებარედ, ისე, რომ არ დაირღვეს მათი სასიცოცხლო ფუნქცია.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, შპს “ფორესთ კომპანის” დასკვნის თანახმად, ყაზბეგის N22-ში 68 ხიდან 45 ხე ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადია, სწორედ აღნიშნული დასკვნის მიხედვით მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურმა გასცა ნებართვა 45 ხის მოჭრის თაობაზე”  – აცხადებენ მერიაში.
თბილისის მერია საზოგადოებას სისტემატურად მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულად ყაზბეგის N 22-ში და სხვა მსგავსი მასშტაბური პროექტების მიმდინარეობის შესახებ” –  ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g