“დემოკრატიულ სახელმწიფოში პროტესტის გამოხატვის და უკმაყოფილების გამოხატვის საშუალება ყველას აქვს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი,”- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე საპროტესტო მოძრაობას. დავით ნარმანია საზოგადოებას გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს ახსენებს.
“დემოკრატიულ სახელმწიფოში პროტესტის გამოხატვის და უკმაყოფილების გამოხატვის საშუალება ყველას აქვს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. რა თქმა უნდა ბუნებრივია, რომ უკმაყოფილო ადამიანები იყვნენ, მთავარია, რომ დადგენილი წესით გამოხატონ მათ უკმაყოფილება. ძალიან მკაფიოდ განვაცხადე და დავაზუსტე, რომ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და უმრავლესობის მხრიდან მოწვევის შემთხვევაში მივალ საკრებულოში, სხვა შემთხვევაში შოუს სანახავად არ ვაპირებ საკრებულოში მისვლას“ – განაცხადა ნარმანიამ.