LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

289
capture

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, მენაბდეს პატიმრობა 10 წლითა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

“ინტერპრესნიუსის” ცნობით, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გამოცხადდა.

გიორგი მენაბდის ადვოკატის დავით დადიანის განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

“სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი, არ ვიცით გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო. გამომდინარე აქედან, ველოდებით წერილობით როდის გადმოგვეცემა განაჩენი და ამის მიხედვით მოვიქცევით შემდგომ. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება”,- განაცხადა დადიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები