LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით საყვარელიძე: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა უკრაინაში ომი ამერიკას უფრო უნდა, ვიდრე პუტინს

555
sayvarelidze

ბაიდენმა დაუშვა თავისუფალი სამყაროს ნებისმიერი ლიდერისთვის ფატალური შეცდომა და შეთქმულებაში შევიდა კრემლში მჯდომ პარანოიკთან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა ამერიკას უფრო უნდა ომი, ვიდრე პუტინს, – ამის შესახებ საქართველოს გენპროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, უკრაინის დაშინების კამპანია ყველა მხრიდან გრძელდება.

„უკრაინის დაშინების კამპანია გრძელდება ყველა მხრიდან – ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ისა და მთავარი მტრის, რუსეთის ერთობლივი ძალებით! ასეთი ეპიკური შეცდომა და ამერიკანიზმის ყველა ღირებულების ჩანაცვლება დიდი ხანია არავის უნახავს. ბაიდენმა დაუშვა თავისუფალი სამყაროს ნებისმიერი ლიდერისთვის ფატალური შეცდომა და შეთქმულებაში შევიდა კრემლში მჯდომ პარანოიკთან. მან სიტყვა მისცა „მინსკი 2“-თან დაკავშირებით, რომ მიაწვება უკრაინას ამ შეთანხმების შესრულებისთვის ისე, როგორც ამას პუტინი ხედავს. ეს უკრაინას ბოსნიად გადააქცევს და წერტილს დაუსვამს მის დასავლურ/ტრანსატლანტიკურ მომავალს და დამოუკიდებლობას, რომელიც ბრძოლითა და სისხლით არის მოპოვებული. ახლა ბაიდენი ჩიხშია და ჯერჯერობით ვერ ვხვდები, როგორ გამოიყვანს „ბაბუს“ ამ პოლიტიკური სამარიდან მისი ადმინისტრაცია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა ამერიკას უფრო უნდა ომი, ვიდრე პუტინს“, – წერს საყვარელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები