გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL) მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე როლანდ პრაისმა აღნიშნა, საქართველოში ყველა ხელშემწყობი გარემოება არსებობს მიმდინარე პროექტების დროული და ეფექტიანი განხორციელებისთვის. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
