LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბოლო ოთხი წელი ის და გიორგი პაპუაშვილი მთავარი სპარინგ-პარტნიორები იყვნენ

86

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბოლო ოთხი წელი ის და გიორგი პაპუაშვილი მთავარი სპარინგ-პარტნიორები იყვნენ. ამის შესახებ მან ”კურიერის” ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო ოთხი წელი იყო მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსა და პარლამენტს შორის კანონებზე პაექრობაში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა წინ.
”მინდა დავემშვიდობო გიორგი პაპუაშვილს, რომელიც დღეს ემშვიდობება საკონსტიტუციო სასამართლოს. ცოტა ხანში მეც დავემშვიდობები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობას. ბოლო ოთხი წელი ჩვენ ვიყავით მთავარი სპარინგ-პარტნიორები. პაპუაშვილის და მისი მოსამართლეების მსახვრალი ხელი სწორედ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს გვიცხადებდა ხოლმე არაკონსტიტუციურად”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g