LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალურ მდივანს დაურეკა – რა ინფორმაცია მიაწოდა მას მინისტრმა

136
sagareo

საოკუპაციო ხაზთან არსებული რთული სიტუაცია, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ადამიანების უფლებების დარღვევის შემთხვევები – დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალურ მდივანს დაურეკა და ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ესუაბრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანტონიო გუტერეშთან საუბარს წინ უძღოდა ამავე თემების განხილვა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, როგორც ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარე ორგანიზაციების.

 

მხარეებმა საუბრისას აღნიშნეს, რომ მისასალმებელია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლა და ვითარების ადგილზე გაცნობა.

სამინისტროს ინფორმაციითვე, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

magti 5g