LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითაია: არძინბასა და ლავროვს შორის დადებული შეთანხმება, დაავალდებულებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს, უკრაინის ომში მონაწილეობა მიიღონ

66
პაატა დავითია

„აფხაზეთში მობილიზაცია უკვე დაწყებულია. რაც არ უნდა ამტკიცოს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, რომ იზრდება მოხალისეთა რიცხვი, ეს არის აბსურდი და პროვოკაცია“, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, უკრაინის წინააღმდეგ ომში, ადამიანებს იძულებით წაიყვანენ. დავითაიას განცხადებით, მოქალაქეები დაექვემდებარონ მობილიზაციას, მიიღონ მონაწილეობა სამხედრო ოპერაციებში და ამას მათ სერგეი ლავროვს და ინალ არძინბას შორის დადებული შეთანხმება დაავალდებულებს.

არძინბა: საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია – აშშ ახორციელებს ზეწოლას საქართველოზე, რათა ე.წ.მეორე ფრონტი გაიხსნას

პაატა დავითაიას შეფასებით, სერგეი ლავროვს და ინალ არძინბას შორის ორი დღის წინ დადებული ხელშეკრულება, აფხაზეთის მოქალაქეებისთვის „ორმაგი მოქალაქეობის“ საკითხების მოგვარების შესახებ, ამ ვითარებაში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, პროვოკაციული ქმედებაა.

„ორმაგი მოქალაქეობის მექანიზმი აფხაზეთში აქამდეც მოქმედებდა, პროცესი დაიწყო 2002 წლიდან, რის საფუძველზეც აფხაზეთის მოქალაქეების უმეტესობა ფლობდა რუსეთის მოქალაქის პასპორტს.

ახალი ხელშეკრულების საფუძველზე, აფხაზეთის ჯარში სამსახური იქნება რუსეთის ფედერაციის ჯარში სამსახური, აგრეთვე ის სოციალური პაკეტები, რაც არსებობს რუსეთის მოქალაქეებისთვის, ავტომატურად გავრცელდება აფხაზეთის მოქალაქეებზეც, რომლებიც ორმაგი მოქალაქის სტატუსით სარგებლობენ. ეს ხელშეკრულება მისცემს საშუალებას რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინონ კერძო საკუთრება აფხაზეთის ტერიტორიაზე და ა.შ.

ყველაზე მნიშვნელოვანი და საგანგაშო ამ შეთანხმების მიხედვით, არის სამხედრო ოპერაციებში აფხაზეთის მოქალაქეების მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის მხარეს.

აფხაზეთში იზრდება მოხალისეების რიცხვი, რომლებიც უკრაინის სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად რესპუბლიკას ტოვებენ – ინალ არძინბა

30 სექტემბრის შემდეგ, როდესაც დასრულდება რეფერენდუმი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე და რუსეთი ოფიციალურად განაცხადებს ამ ტერიტორიების მიერთებას, რასაც არ დაუშვებს უკრაინა, რომელიც გამარჯვებისკენ მიიწევს, რაც იქნება აღქმული რუსეთზე თავდასხმად.

აფხაზეთში რეალურად დაწყებულია მობილიზაცია, უკვე შექმნილია შტაბები, რის გამოც აფხაზეთში ყოველდღიურად იზრდება მოსახლეობის უკმაყოფილება. უახლოეს პერიოდში ჩვენ ვიხილავთ გამოსვლებს და წინააღმდეგობას აფხაზეთში.

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, იყოს ფრთხილად ამ მიმართულებით და შექმნილი ვითარება გააცნოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან მოხდება მოსახლეობის ომში იძულებით წაყვანა.

სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სამართლებრივი დევნა ინალ არძინბას მიმართ, რომელიც უკვე არის ძებნილი უკრაინის მიერ. სწორედ ის აიძულებს აფხაზეთის მოსახლეობას წავიდნენ ომში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ხელშეკრულებით ირღვევა საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობა, შესაბამისად, ის პირები, ვინც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციური წყობა, უნდა გამოცხადდნენ საერთაშორისო ძებნილებად.“ – აცხადებს პაატა დავითაია.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა ინალ არძინბამ და სერგეი ლავროვმა ორმაგი „მოქალაქეობის“ საკითხების მოგვარების შესახებ ე.წ. შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მანამდე ინალ არძინბამ განმარტა, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს რუსებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის გამარტივებულ მიღებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები