LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითაშვილი: უკვე განხორციელდა 1 000 ტონაზე მეტი ლურჯი მოცვის ექსპორტი, რაც რამდენიმე მილიონი დოლარის შემოსავალია

75
Untitled design (2)

“ლურჯი მოცვის კულტურა ძალიან დიდ სექსპორტო პოტენციალის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის. მიმდინარე სეზონზე, უკვე 1000 ტონაზე მეტი ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდა და ეს რამდენიმე მილიონი დოლარის შემოსავალია ჩვენი ოჯახებისთვის”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა “ქართული ოცნების” ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის წარდგენის  ღონისძიებაზე და ქვეყანში ახალი აგრარული კულტურების მოყვანის ტენდენციებზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა ეგზოტიკურ-სუბტროპიკულ კულტურების წარმოებაზეც ისაუბრა, მისი თქმით, არსებობს კონკრეტული პროექტები, არსებობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და საჭიროა მეტი მონდომება:

“ლურჯი მოცვის კულტურა ძალიან დიდ სექსპორტო პოტენციალის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის. მიმდინარე სეზონზე, უკვე 1000 ტონაზე მეტი ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდა და ეს რამდენიმე მილიონი დოლარის შემოსავალია ჩვენი ოჯახებისთვის. როდესაც ვსაუბრობთ კულტურაზე, რომელიც სულ ახალია ჩვენი ქვეყნისთვის, ვსაუბრობთ პლანტაციებზე, ბაღებზე, რომელიც ახლა შედის მწარმოებლობაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის საქსპორტო შემოსავალი მხოლოდ ამ კულტურისგან უნდა მივიღოთ.” – თქვა მინსიტრმა.

მისივე განცხადებით, როდესაც სხვადასხვა, მათ შორის, ეგზოტიკურ-სუბტროპიკულ კულტურების წარმოებაზეა საუბარი, მნიშვნელოვანია წარმოების და მიწოდების სრული ჯაჭვის დაფინანსება და განვითარების ხელშეწყობა:

“საჭიროა და გვექნება შესაბამისი სიმძლავრეების შემნახველი, გადამმუშავებელი მეურნეობები, მათ შორის, სამაცივრე მეურნეობები, რომელიც სჭირდება მეხილეობის პროდუქციის დაბინავებას, რომელიც აქ იწარმოება და, ასევე ახალი ჩაის საწარმოებს. ამისთვის ყველაფერი არსებობს; არსებობს კონკრეტული პროექტები, არსებობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და გვჭირდება მეტი მონდომება.” – განაცხადა დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g