LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითაშვილს გაუმართლა რომ პანდემია სრულდება, თურნავასთან კომუნიკაციის პრობლემა არავის ჰქონია – თემურ ჭყონია

175
ipiccy-image (1)

„ნათია თურნავასთან კომუნიკაციის პრობლემა – შეხვედრის და გადაწყვეტილების მიღების ნაწილში არ არსებობდა”, – ამის შესახებ ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს. ის ამბობს, რომ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ბიზნესთან ურთიერთობის კარგი მაგალითები ჰქონდა.

„მისი მინისტრობის დროს ჩვენ, მაგალითად ორი უშველებელი პროექტი განვახორციელეთ – „კოკა-კოლის“ ახალი ქარხანა ავაშენეთ, „მაკდონალდსის“ ახალი რესტორანი ავაშენეთ აეროპორტის გზაზე, სადაც ნათიას უშველებელი როლი აქვს ნათამაშები, ხელი შეგვიწყო მიწის ნაკვეთის გამოყოფაში. ვფიქრობ, კომუნიკაციის თვალსაზრისით, ნათია თურნავასთან არავის პრობლემა არ ჰქონია“, – განმარტა თემურ ჭყონიამ და დასძინა, რომ ნათია თურნავა კარგი, კომუნიკაბელური ეკონომიკის მინისტრი იყო.

რაც შეეხება ეკონომიკის ახალ მინისტრს, ცნობილი ბიზნესმენი ამბობს, რომ ლევან დავითაშვილი კარგ შედეგებს მიაღწევს.

„ლევან დავითაშვილი სერიოზულ შედეგს დადებს. ხშირი ცვლილებები მთლად საინტერესო არ არის, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ერთი ადამიანის მიერ მეორის შეცვლა აუცილებელია. დავითაშვილს გაუმართლა, რომ პანდემია სრულდება, აღმავლობის პერიოდი იწყება“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g