LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავიწყე მუშაობა დარაჯად და დღეს თქვენს წინაშე ვარ წარმოდგენილი…სკოლას რომ ვამთავრებდი, იურისტი მინდოდა ვყოფილიყავი – მოგვიანებით ოცნება ავიხდინე: გენადი მაკარიძე ლევან იოსელიანს პასუხობს

322
მაკარიძე - იოსელიანი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გენადი მაკარიძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის კითხვას, უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, „თუ როგორ დაიწყო მისი შთამბეჭდავი კარიერა 28 წლის ასაკიდან, მაშინ, როდესაც ის სასამართლოში დარაჯად მუშაობდა“.

28 წლამდე იყავით დაკავებული სოფლის მეურნეობით, მერე მუშაობას იწყებთ სასამართლოს დარაჯად, ამის შემდეგ კი იწყება თქვენი შთამბეჭდავი კარიერული წინსვლა – ეს ცოტა უცნაურია: ლევან იოსელიანი მოსამართლეობის კანდიდატს

მაკარიძეს თქმით, ნებისმიერ თანამდებობაზე ის პატიოსნად შრომობდა. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილი არასდროს არ ჰქონია, რომ მოსამართლეობა უნდოდა, თუმცა სკოლის დასრულების შემდგომ იურისტობა სურდა და „მოგვიანებით ოცნება აიხდინა და იურიდიულზე ჩააბარა“.

მაკარიძემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ სასამართლო სისტემაში მისი მუშაობის დღიდან არ ყოფილა ადამიანი, ვისთან რაიმე ფორმით – ნათესაური, ახლობლური თუ მეგობრული ფორმით იყო კავშირში.

„დავიწყე მუშაობა დარაჯად და დღეს თქვენს წინაშე ვარ წარმოდგენილი – ერთადერთი რაც ვიცოდი, ყოველთვის უნდა მეშრომა, ვშრომობდი და ვშრომობდი პატიოსნად, რაც იმ დროისათვის იმ თანამდებობაზე მევალებოდა, სადაც ვიყავი.

თვითონ ეს პროფესია ძალიან მიყვარს. სკოლას რომ ვამთავრებდი, ვიცოდი და მინდოდა, რომ იურისტი ვყოფილიყავი, თუმცა იმთავითვე, რომ მოსამართლე გამოვსულიყავი, გადაწყვეტილი არ მქონდა. გადაწყვეტილი მქონდა, იურისტი ვყოფილიყავი და საბოლოოდ, მოგვიანებით ოცნება ავიხდინე და იურიდიულზე ჩავაბარე“, – განაცხადა გენადი მაკარიძემ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g