ავტომწარმოებლები და ქვეყნები იმით გვანან ერთმანეთს, რომ ერთსაც და მეორესაც სტერეოტიპულად აფასებენ. მაგალითად, ავიღოთ Volvo: ავტომფლობელთა უმრავლესობის აზრით, შვედური ბრენდის ყველა ავტომობილი დიდი უნდა იყოს, ძალიან სწრაფად არ უნდა დადიოდეს, კაცურად უნდა გამოიყურებოდეს და ტანკივით უსაფრთხო უნდა იყოს. ავტომობილის სალონში კი აუცილებლად წარმატებული მძღოლი უნდა იჯდეს.
Volvo-ს ავტომობილი ექსტრავაგანტული რომ იყოს, ისეთი როგორც – 480, ან ელეგანტური, როგორც P1800 – ალბათ ცოტას თუ ახსოვს. თუმცა, ფაქტია, რომ სტერეოტიპები საბაბის გარეშე არ იბადება. კონცერნი VCC, რომელიც 2003 წელს შეიქმნა, მწარმოებელთან დაკავშირებული ყველა ასოციაციის შერწყმაა.








