LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავიწყეთ საუბარი სახელმწიფოს მონაწილეობითაც აშენდეს ეროვნული მნიშვნელობის პროექტები, საუბარია ნენსკრაზე, ხუდონზეც – ღარიბაშვილი

88
Untitled design (1)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ უმნიშვნელოვანესია, ქვეყანაში დიდი ჰესების მშენებლობა და ეროვნული მნიშვნელობის პროექტები სახელმწიფოს ჩართულობით განხორციელდეს.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს ასეთი ჩართულობა, ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და ენერგოდამოუკიდებლობას შეუწყობს ხელს:

“გეტყვით, რომ მთავრობაში უკვე დავიწყეთ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დიდ ჰესებში სასურველია, სახელმწიფოც ჩაერთოს. ისეთი ეროვნული მნიშვნელობის პროექტები, როგორიც არის – ნენსკრა, ხუდონზეც არის საუბარი, სახელმწიფოს მონაწილეობითაც აშენდეს. მაგრამ სახელმწიფოს ჩართულობით, სახელმწიფოსთან ერთად, სახელმწიფოს მონაწილეობით, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობას, ეკონომიკის განვითარებას სწრაფი ტემპებით, მეტ დასაქმებას, მეტ ენერგოუსაფრთხოებას და ზოგადად ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს.” – განაცხადა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, დღეს ქვეყანას ჰიდრორესურსების ათვისების უზარმაზარი პოტენციალი აქვს და ყველა რესურსი მაქსიმალურად რაციონალურად და გონივრულად უნდა იყოს ათვისებული.