LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავიწყოთ კამპანია: „გადაამოწმე შენი თავი, სად მიეცი ხმა“, თუ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ გაყალბებას და მანიპულაციებს ადგილი არ ჰქონია, შეუძლია ასეთი ბაზა დაუყოვნებლივ შექმნას“ – თამარ კორძაია

141
თამარ კორძაია

„დავიწყოთ კამპანია სახელწოდებით – „გადაამოწმე შენი თავი, სად მიეცი ხმა“. ეს რომ გავაკეთოთ, აუცილებელია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მყისიერად მოახდინოს ვებ-გვერდის ადაპტირება და არჩევნებში მონაწილეთა ბაზა შექმნას“, – აღნიშნული ინიციატივის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ დღეს ბრიფინგზე ისაუბრა.

თამარ კორძაიას თქმით, ბაზა უნდა შეიქმნას იმისათვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა, არჩევნებზე მიმსვლელთა ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან ასეთი პროგრამული უზრუნველყოფა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ამომრჩევლის მიერ მისი ნების გამოვლენის დადასტურებულ შესაძლებლობას. ამასთან, დარწმუნდეს, რომ მისი ხმა არ დაკარგულა ან დარწმუნდეს, რომ მის ნაცვლად ხმა არავის მიუცია. მეორე მხრივ, დაარწმუნებს, რომ მისი ხმა სხვის მიერ არ გაყალბებულა.

თუ ხელისუფლება თვლის და ამტკიცებს, რომ გაყალბებას და ტექნოლოგიურ მანიპულაციებს ადგილი არ ჰქონია, მას შეუძლია ასეთი ბაზა დაუყოვნებლივ შექმნას და დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეების ნდობა. თუ არ შექმნის, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ეშინია, რადგან ისინი რეალურ შედეგებს შეამოწმებენ“, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

პრეზიდენტი მოქალაქეებს: თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მისცემთ

თინა ბოკუჩავა: „რუსული სპეცოპერაციის გამოყენებით არჩევნების ტოტალური მიტაცება მოხდა, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც თვლის, რომ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებში საქართველოში გაიმარჯვა ევროპამ და არა რუსეთმა – დავდგეთ ერთად“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g