LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავხვდეთ ღიმილით და უსაფრთხოდ ტურისტს და ბიზნესი თავად განვითარდება, როგორც აქამდე“ – ტურიზმის სექტორს ახალი მარეგულირებელი დოკუმენტი ექნება / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

9
ტურისტები

ტურიზმის სექტორს მალე ახალი მარეგულირებელი დოკუმენტი ექნება. მან 1997 წელს მიღებული დღემდე მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს.

ახალი დოკუმენტის პროექტი, ტურიზმის კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოებას, ტურისტების უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებს და მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტებს მოიცავს. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებებით, ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.

აქ შედიან როგორც ტურ-ოპერატორები, ისე გიდები, კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების გამწევი, ასევე მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობები.  სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის სერტიფიცირება სავალდებულო იქნება. ტურიზმის შესახებ ახალ კანონს შემოაქვს ასევე ტურისტული გიდებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

დოკუმენტის ინიცირება პარლამენტში მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება, განხილვები და დამტკიცება კი მომავალი წლის საგაზაფხულო სესიაზე უნდა მოესწროს.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ალექსანდრე გიორგიძე „ბიბი თრეველის“ დირექტორი საუბრობს.

– ძალიან დიდი ხნის გამოცდილება გაქვთ, როგორც გიდად მუშაობის, ასევე ტურისტულ სექტორში, როგორ აფასებთ იმ ცვლილებებს, რაც დაგეგმილია. რის შეცვლას ისურვებდით?

– ძალიან კარგია, რომ ეს თემა აქტუალური გახდა. დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ის კანონი, რომელიც 1997 წელს იყო მიღებული და რომელიც თავის მხრივ საფუძველი იყო კომუნისტების დროს მიღებული კანონის.

ჩვენთან ფაქტობრივად არანაირი რეგულაცია არ მოქმედებდა.

კარგია, რომ  ამ თემაზე დაიწყო საუბარი. რაღაც ნაწილში ფაქტები აუცილებელია, მაგალითად ყველა სუბიექტი უნდა იყოს რეგისტრირებული, თუნდაც როგორც მცირე მეწარმე, რომ მინიმუმ კონტრიბუცია გააკეთოს თავისი საქმის, ეს არის ძალიან კარგი და აუცილებელი. სექტორის 30-35 % ე.წ. ქეშზე მუშაობს და არსად არ ფიქსირდებიან.

ამ მხრივ პანდემიამ გააკეთა ის, რომ ინფორმაცია გვაქვს, თუ რამდენი ადამიანი მუშაობს სექტორზე.

მეორე საკითხია უსაფრთხოება, ვთანხმდებით, რომ თუნდაც სატრანსპორტო თემა, უნდა იყოს გამართული, რომ მძღოლი უნდა გადიოდეს დღეში ვთქვათ 12 საათს, რადგან მას შეიძლება, დაეძინოს.

ექსტრემალური ტურიზმი, როგორიცაა ჯომარდი, ალპინიზმი,  უნდა მუშაობდნენ, მხოლოდ პროფესიონალები და სერტიფიცირებულები, რა თქმა უნდა, კარგია. რაც შეეხება გიდების ნაწილს, ეს თემა გასავლელია კარგად.

– ვერ მივხვდი ადმინისტრირება როგორ უნდა მოხდეს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რამდენად ზუსტად უყვება ტურისტს ღირსშესანიშნაობების ამბებს, ეს უნდა შეამოწმონ?

– თავისთავად ეს შეუძლებელია, რადგან ათასობით ტურია დღეში და მოსასმენი აპარატი ხომ არ დამონტაჟდება?

ჩემი აზრით, ერთადერთი აქ რაზედაც უნდა იყოს ლაპარაკი, არის გარკვეულ სტიმულირება.

განათლების სტანდარტი რა გვაქვს, ვთქვათ რას მივყვებით. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც ბუნდოვანია.

მგონია, რომ ამ საკითხზე საერთოდ არ უნდა იყოს ლაპარაკი. აქ ალბათ საუბარი უნდა იყოს იმაზე, თუ ვინ გასცემს სერტიფიკატს.

როგორც ვხვდები, სახელმწიფომ უნდა გასცეს რეგულაციები. მაშინ მე, როგორც დაინტერესებულ პირს, როგორ და სად უნდა მოვემზადო, რა უნდა გავაკეთო?

ეს ყველაფერი ბუნდოვანია. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ თემის საჯარო განხილვა მოხდეს. იმედია, ჩვენც ჩავერთვებით ამ პროცესში.

– თუ იყო მცდელობა სექტორის წარმომადგენლებისგან  ბიზნესთან საუბრის?

ესმის, რომ ძალიან ბევრია ამ სექტორში. გიდები, რესტორნები, სამასპინძლო ბიზნესი.. შესაბამისად რთულია ყველასთან საუბარი, მაგრამ ასოციაციების დონეზე თუ არის მცდელობა, რომ თქვენთან ერთად განიხილონ ეს ცვლილება.

არ ვარ ზედმეტი რეგულაციების მომხრე, თუმცა რამდენიმე ფაქტი, რაც იყო, გამოავლინა საჭიროება გარკვეული რეგულაციების, რომელიც მოაწესრიგებს სფეროს..

– მთავარი საკითხი, რაც აქ არის, უნდა იყოს უსაფრთხოება. დანარჩენი საკითხი უნდა იყოს თავისუფალი.

ძალიან ბევრმა ქვეყანამ მაგალითად აშშ -მ საერთოდ უარი თქვა და საერთოდ თავისუფალია ეს თემა ამ შემთხვევაში რეგულაციებისგან.

ტენდენცია მიდის იქით, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს და მაქსიმალურად უშუალო გახდეს ბიზნესი და არა პირიქით, რაღაც ჩარჩოებში მოაქციონ.

თანამედროვე სამყაროში, როცა უბრალოდ აპლიკაციის საშუალებით შეიძლება, ძალიან ბევრი რაღაც გაკეთდეს, თუნდაც იმისთვის, რომ ონლაინგიდი არსებობდეს, კონკრეტული რეგულაციის შემოღება ზედმეტად მიმაჩნია, მაგრამ რაც შეეხება სიცოცხლისთვის სარისკო თემას, ტურიზმის მიმართულებით, აქ ცალსახად ვთანხმდებით, რომ უსაფრთხოება უნდა იყოს ამოსავალი წერტილი და არა ის, მე ვახტანგ გორგასალს როგორ დავასახელებ და თბილისი რომელ საუკუნეში დაარსდა, საერთოდ არ მოვყვები ამას.

ჩათვალეთ, რომ მე ვარ თავისუფალი მხატვარი. გაცნობის სტანდარტი არსებობს, მაგრამ ის მიაწვდის ინფორმაციას ისე, როგორც თვლის საჭიროდ.

ამ შემთხვევაში ვერავინ გააკონტროლებს და არც უნდა გააკონტროლოს.

– გარკვეული ფინანსური რეგულაციების იგეგმება. ყოველ შემთხვევაში პროექტში ასეა. ტურისტულ კომპანიებს, საგარანტიო თანხები უნდა ჰქონდეს, რომელიც მათ რისკებისგან დააზღვევს.

რომ ავხსნათ, დეტალურად რაზეა საუბარი?

– სამწუხაროდ მე სრულად არ მაქვს დეტალური ინფორმაცია, რა იგულისხმება. ალბათ ჯობია, მის ავტორებთან გავიაროთ დეტალები.

თუ მცირე მეწარმეს, თანხა არ ექნება, ეს პირდაპირ დაარტყამს წვრილ და საშუალო მოთამაშეებს ამ სექტორში.

ტურიზმს ქმნიან ფრილანსერები და ე.წ. თავისუფალი გიდები.

არ უნდა იყოს შეხება, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ევროკავშირის ქვეყნებსაც, საფრანგეთს, ესპანეთს და  იტალიას, მსგავსი რეგულაციები არ აქვს.

– ვნახოთ, რა სახეს მიიღებს კანონი და რამდენად გაითვალისწინებენ პარლამენტარები. ეს მაინც კანონმდებლობის გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში იმედია, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება სიტუაცია. აქტიურობა, რაც ტურიზმის სექტორში შეიქმნება, მომავალ წელსაც მოსალოდნელია და რა თქმა უნდა, გაზრდის კიდევ უფრო მეტად მოთხოვნას და რეგულაციებით ამის შემჭიდროება და საქმის გაფუჭება ჩემი აზრით, ნამდვილად არ ღირს.

– ჩემი აზრით, ტურიზმი ყველაზე მეტად მზარდი ბიზნესია არაოფიციალურად. მოსახლეობის 10%-ია პირდაპირ თუ ირიბად ამ პროექტში ჩართული.

ეს ძალიან დიდი სფეროა და 300 ათასზე მეტი ადამიანი გამოიმუშავებს რაღაცას ამ სფეროში.

გასაგებია, რომ გარკვეული მიმართულება უნდა მივცეთ ტურიზმს, მაგრამ უმეტესობას დავტოვებთ თამაშგარე მდგომარეობაში.

დავხვდეთ ღიმილით და უსაფრთხოდ ტურისტს და ბიზნესი თავად განვითარდება, როგორც აქამდე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g